დილით გაღვიძებული ლიზა საწოლიდან ნელა დგება, რომ მოუსვენარი შვილი არ გააღვიძოს. სახლი რაღა თქმა უნდა დიდია და ოთახებიც ძალიან ბევრია, მაგრამ ეივა საკუთარ ოთახში არასდროს იძინებს. სულ დედასთან ერთად უნდა ყოფნა და ლიზაც აღარ ეწინააღმდეგება, პირიქით ძალიან უხარია ასე ახლოს, რომ ჰყავს... მხატვარი თავის მოწესრიგების შემდეგ ქვევით სამზარეულოში ჩადის, საუზმის მოსამზადებლად.
- დილამშვიდობისა ელის, - ლიზა ღიმილით ესალმება გოგოს როდესაც ნიჟარასთან მდგარს ხედავს.
- დილამშვიდობისა, ადრე გაგიღვიძია, - ღიმილითვე ესალმება ელისიც.
- თეჰიონი უკვე წავიდა? - მაცივარში შეიხედა ლიზამ და რამდენიმე კვერცხი გამოიღო.
- სად უნდა წასულიყო? დღეს ხომ კვირაა, - გაიკვირვა ელისმა.
-აჰ ხო სულ ამომივარდა თავიდან, რომ დღეს არ მუშაობს, - თავი გააქნია ლიზამ და ტაფას დაავლო ხელი, - ისე გუშინ ვის შეხვდი?
- ვის... სად... - აწითლდა გოგო.
- ჩემს მოტყუებას ნურც ეცდები, - თვალებ მოჭუტული უყურებს ლიზა, -გუშინ გარეთ, რომ მთხოვე გასვლა ვის შეხვდი?
- მე...
- გუკი იყო არა? - წაიღიღინა მხატვარმა.
- არა! რას ამბობ...
- აიშ ეს ბავშვი! სიმართლე მითხარი, - მარილი შეაყარა გოგოს.
- კარგი... ხო მას შევხვდი, - საშინლად აწითლდა ელისი, - გუშინ რომ დამირეკა შეხვედრა მთხოვა და მეც უარი არ ვუთარი.
- მერე რა მოხდა? რამე გითხრა? - აღტაცებით მივარდა ლიზა გოგოს.
- მან მითხრა, რომ მოვწონვარ და ჩემთან ურთიერთობა უნდა, - თავი ჩახრილი აქვს ელისს.
- ძვირფასო ეს ხომ შესანიშნავი ამბავიაა, - გულწრფელად უხარია ლიზას, გოგოს ეუხტება და იცინის.
- ხო მაგრამ ახლა ის სწავლობს და შეხვედრებისთვის არ სცალია, ამიტომაც ვუთხარი ჯერ სწავლა დაამთავრე - თქო, - თითქმის ჩურჩულებს ელისი.
YOU ARE READING
Life In Hell || K.TH✓
Fanfiction" - აბა საყვარელო, აირჩიე რომელი... ცოლი თუ ქალიშვილი? - ვითომდა ტკბილად იკითხა სონიამ, მაგრამ მერე გველივით სისინით დაამატა, - დიდი დრო არ გაქვს, რომ დავბრუნდები და პასუხი არ გექნება ორივეს დავხოცავ! " თქვენ რომელს აირჩევდით? 2020.01.01~2020.03.09