~24~

543 46 85
                                    

ცხოვრება არასდროს შეგეკითხება თუ რა გინდა შენ. ის გაიძულებს მიჰყვე დინებას და შეეგუო შენს ბედს რადგან ბრძოლაში ყოველთვის ის მოიგებს...

- თე გთხოვ წყალი დამისხი, - სამზარეულოში შევიდა ლიზა და სკამზე ჩამოჯდა.

- კარგად ხარ? - წარბები შეკრა თეჰიონმა და ჭიქა წყლით გაავსო. მან იციოდა, რომ ლიზასთვის ეს ბოლო დღეები საშინლად რთული გახდა, გოგო ნელ-ნელა უფრო და უფრო სუსტდებოდა და ზოგჯერ საწოლიდანაც კი ვერ დგებოდა.

- არა მგონია კარგად ვიყო და ეს შენც იცი... - ერთი მოყუდებით ჩაცალა ჭიქა ლიზამ.

მას შემდეგ რაც ექიმთან იყვნენ თითქმის თვე გასულიყო, მაგრამ ბიჭი მაინც ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ საყვარელ ქალს კარგავდა. სულ ცდილობდა ლიზასთან მისი ტკივილი დაემალა, მაგრამ კითხავას "კარგად ხარ?" ყოველთვის გაუაზრებლად სვამდა.

- ეს შენ მთხოვე, რომ შენთვის არ დამენახებინა როგორი უბედური ვარ ამ დაავადების გამო, მაგრამ გთხოვ კითხვასაც ნუ დამიშლი! - აფეთქების პირას მყოფმა თეჰიონმა რამის იყვირა.

- ბოდიში ძვირფასო, ვიცი შენთვის ეს რთულია, - ფეხზე წამოდგა ლიზა და ქმარს მოეხვია. თეჰიონმა კი ხელები ისე ძლიერ შემოხვია გოგოს თითქოს, რომ გაეშვა გაქრებოდა.

(◍•ᴗ•◍)

- ჯიმინაა როდის უნდა მოიყვანო ცოლი? - საღამოს მაგიდის გარშემო ისხდნენ და მშვიდად ვახშმობდნენ სანამ ლიზამ მოულოდნელად არ იკითხა. ეივამ თავი მოწყენილმა ჩაქინდრა, მაგრამ არაფერი არ თქვა.

- ჰა? - საწყალ ბიჭს ლუკმა გადასცდა და ხველება აუტყდა, ჯონგუკმა კი სასწრაფოდ მიაწოდა წყალი.

- ხო რა იყო? როდის უნდა მოიყვანო ცოლი? - ვითომც არაფერიო ისე განაგრძო ჭამა ლიზამ.

- ნუნა მას ხო შეყვარებულიც კი არ ჰყავს, - გაიოცა ჯონგუკმა.

- და შენზე რას იტყვი ახალგაზრდავ? გავიგე ელისი მოგწონს, - ეშმაკურად გადახედა ლიზამ ბიჭს. ჯონგუკმა თავი ჩახარა და ლოყებზე წამოწითლდა. კიდევ კარგი ახლა ელისი იქ არ იყო და მშობლებთან გამგზავრება რამდენიმე დღით ადრე მოუწია.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now