1 💫

7K 204 22
                                    


მე, ნორა რიჩარდსონი ვარ. 22 წლის. პროფესიით ინტერიერის დიზაინერი. დავიბადე და ვცხოვრობ ნიუ-იორკში. აქ ყოფნა მომწონს და მშობლების დიდი თხოვნის მიუხედავად,უნივერსიტეტიც აქ დავამთავრე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს აქაურობა,რომელსაც ალბათ ვერასოდეს შეველევი. ჩემს ოჯახს და აღნაგობასაც გაგაცნობთ ,შემდეგ კი მთავარი ისტორიის მოყოლას დავიწყებ...ვარ საკმაოდ გამხდარი , მაღალი , მუქი მოყავისფრო თმითა და მწვანე ფერის თვალებით..ხშირად უმეტესობას ჰგონია, რომ ვარ მოდელი ეს ჩემი აღნაგობის გამო. დედაჩემი დიზაინერია და ხშირად მისი ტანსაცმელების ფოტოსესიაში ვიღებ მონაწილეობას , მაგრამ პროფესიის მხრივ მოდელობა არასოდეს მიზიდავდა. უბრალოდ დედას უარს ვერ ვეუბნებოდი.
მამა ნეიროქირურგია და საკუთარი კლინიკა აქვს.
მყავს უფროსი და სანი და უმცროსი ძმა აიზეკი.
სანი ვეტერინარია, ჰყავს ორი ულამაზესი პრინცესა ნორა და სტეისი.აიზეკი კი ავტორბოლებით არის დაინტერესებული.
ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში ისინი არსებობენ.
მშობლებთან სულ რაღაც ორი წელია, რაც აღარ ვცხოვრობ. ბავშვობიდანვე მქონდა თავში ის ფაქტი, რომ როდესაც ოც წელს მივუახლოვდებოდი აუცილებლად გადავიდოდი მარტო საცხოვრებლად. ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი კატა ქენდი,რომელიც ბრიტანული ჯიშის არის.. მე და ის ჩემს სახლში ძალიან მყუდროდ და კარგად ვგრძნობთ თავს.

/ ორშაბათი /

დღეს ერთ-ერთ ცნობილ არქიტექტურულ კომპანიაში მაქვს გასაუბრება , მე კი მანქანის გასაღების ძებნაში მთელი სახლი ამოვატრიალე. ძალიან ვნერვიულობ , რადგან ეს სამუშაო ჩემთვის , ჩემს პროფესიულ სფეროში პირველი იქნება... მანამდე კონსულტანტად ვმუშაობდი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. ქენდი თან დამყვებოდა და თითქოს ისიც ჩემთან ერთად ეძებდა გასაღებს...
ბოლოს შემოსასვლელის კარადასთან ჩავარდნილი ვიპოვე... ქენდის თავზე ხელი გადავუსვი და სახლიდან გავედი.
ჩავჯექი მანქანაში და კომპანიისაკენ წავედი.გზაში 10 წუთიან საცობში მოვყევი მაგრამ ადგილზე , დათქმულ დროს მივედი.
შენობა ძალიან მაღალი და თანამედროვეა .

შეპყრობილიWhere stories live. Discover now