-არ შემომიშვებ ?
- კი, კი შემოდი. - ვუთხარი და შიგნით შემოვუშვი.
ყვავილები შეძლებისდაგვარად მაგიდაზე მოვათავსე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდი. ჯეიდენი კი გულმოდგინედ იდგა და მელოდებოდა. შავი მაისური მის ზევითა ნაწილს მკვეთრად აჩენდა,რამაც ჩემი დიდი ყურადღება მიიპყრო. დივანზე დავჯექი და ჯეიდენს ვუთხარი:
- არ გელოდი.
- ზუსტად მაგიტომ მოვედი. - მითხრა ღიმილით და ისიც დივანზე მოთავსდა. - როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- მეც..პატარა?
- პატარაც ძალიან კარგად, ზუსტად დღეს ვიყავით გინეკოლოგთან და იდეალურ მდგომარეობაში არისო.. - ვუთხარი და მუცელზე ხელი დავიდე.
- ძალიან კარგი. - მითხრა და მარჯვენა ხელით ისიც მუცელს შეეხო. მის ამ ჟესტზე უარი ვერ ვუთხარი, რადგანაც ის პატარას მამა იყო და ჰქონდა უფლება იმისა,რომ საკუთარი შვილი ხელის შეხებით ეგრძნო. შეეხო თუ არა მუცელს იმწამსვე ჟრუანტელმა დამიარა...თითოეული მისი შეხება მუდამ დიდ სიამოვნებას მგვრიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო...ალბად იმიტომ, რომ მონატრებული ვიყავი..ვაღიარებ ხშირად მენატრებოდა. დაძინებაც კი მიჭირდა იმის გამო, რომ გვერდით არ მყავდა..მეკლდა მისი სიახლოვე..ფიქრები მისმა ხმამ გამიფანტა.
- ეს შენ.. - მითხრა და გრძელი ლურჯი ბარხატის ყუთი გამომიწოდა. გამოვართვი და გავხსენი. შიგნით კი ულამაზესი ბრილიანტების პატარა თვლებით აწყობილი ყელსაბამი დამხვდა.
- ჯეიდენ...ძალიან ლამაზია..
- შენნაირი..მოდი გაგიკეთებ.. - დავთანხმდი,თმა ზევით ავიწიე მან კი ყელსაბამი ჩემს კისერზე მოარგო. შემდეგ კი წელზე ნაზი კოცნით დამასაჩუქრა.
- ოჰჰ..მადლობა. - ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი.ჯეიდენმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და კოცნა სცადა, მაგრამ კარზე ზარის ხმამ ორივე გაკვირვებული დაგვტოვა.
أنت تقرأ
შეპყრობილი
عاطفيةისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️