- თქვენთან ერთად მოვედი, მაგრამ მაქვს უფლება, რომ დრო სხვასთან ერთადაც გავატარო. უბრალოდ ისხედით საუბრითაც კი არ საუბრობდით, მე კი ცეკვა მომინდა რა მოხდა?
- როდესაც ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის წევრი ხარ, მის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდე.
- და ამას მეუბნება ის ადამიანი, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ სამსახურში არც ცხადდებოდა?
- აჰაა, გამბედაობაც გვქონია, როგორც ჩანს ძველი ჩვევები უცვლელი რჩება. - მითხრა და ცინიკური სახე მიიღო.
წამით გავჩუმდი. მისმა ბოლო სიტყვებმა დამაფიქრა და ვერ მივხვდი რა იგულისხმა...
- იცი რა? სიმართლეს ვერ დაემალები ! კომპანია ჩემი ცეკვით სახელს ვერ დაკარგავს,მაგრამ აი შენი კლუბებში სიარულით და ყოველდღე ახალი გოგოებით-კი.მისტერ მორგან ახლა კი თქვენის ნებართვით საიმონს შევუერთდები. - ვუთხარი და მაგიდასთან დავბრუნდი.
- აბა როგორ გრძნობ თავს? - მკითხა საიმონმა.
-ძალიან კარგად.
- მიხარია. აქ მანამდე ხარ ნამყოფი თუ საიდან იცნობ სტივენს?
- არა აქ პირველად ვარ , სტივენი ცეკვისას გავიცანი.
- გასაგებია. - მითხრა და ორივე ხელი სავარძელზე დააწყო.
- რატომ მკითხე?
- ისე უბრალოდ.
- აჰ კარგი - თავი უხერხულად ვიგრძენი. - დროა უკვე სახლში დავბრუნდე. დიდი მადლობა დაპატიჟებისათვის ძალიან კარგად გავატარე დრო. - ვუთხარი და ჩემი ნივთები ავიღე.
- ნასვამი,რომ ხარ?
- ნასვამი ვარ მთვრალი კი არა - გავუცინე - ახლოს ვცხოვრობ და მივალ ჩვეულებრივად.
- კარგი როგორც გინდა.
დამემშვიდობა თავის დაქნევით და ბარიდან გამოვედი. პირველი შემთხვევა არ იყო ნასვამი, რომ ვჯდებოდი საჭეზე. ამ შემთხვევაში ერთი ჭიქა მქონდა დალეული შესაბამისად საფრთხის საშიშროება ნაკლებად იყო. ჩავჯექი მანქანაში და ცოტახანში სახლშიც უვნებელი მივედი.
YOU ARE READING
შეპყრობილი
Romanceისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️