6💫

2.5K 140 14
                                    

კაბის შერჩევა საკმაოდ გამიჭირდა. ბოლოს არჩევანი თეთრ მოკლე კაბაზე შევაჩერე.

სიმართლე,რომ ვთქვა ქორწილის განწყობა დიდად არ მქონდა , მაგრამ ვერანაირად ვერ გამოვტოვებდი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სიმართლე,რომ ვთქვა ქორწილის განწყობა დიდად არ მქონდა , მაგრამ ვერანაირად ვერ გამოვტოვებდი. შოპინგის შემდეგ მე და სანიმ მშობლების მონახულება გადავწყვიტეთ. ქუჩა,რომელზეც ჩვენი სახლია აშენებული საკმაოდ დიდ მოგონებებს და კითხვებს აღვიძებს ჩემში...ბევრი რამ თითქოს არც მახსოვს, როდესაც ძველ ფოტოებს ვათვალიერებთ რამოდენიმე დღე და ადგილი არ მეცნობა მიუხედავად იმისა,რომ აქ გავიზარდე...დიდ და ურთულეს პაზლს,რომ ააწყობ და ბოლო მომენტში,რომ აღმოაჩენ ერთი ნაწილის დანაკლისს აი ასეთი გრძნობა მეუფლება ყოველთვის,როდესაც მშობლებთან მოვდივარ...

- გოგოეებოო -შესასვლელში მოგვეგება დედა. - როგორ გამახარეთ.

- საყიდლებზე ვიყავით და შემოგიარეთ. - უთხრა სანიმ დედას.

- მე კი მშია... - ვუთხარი დედას და ჩახუტების ნიშნად ხელები გავშალე.

- უცვლელი ხარ ნორა ნიჩარდსონ, უცვლელი და მუდამ ჩემი პატარა მსუნაგი.

- მამა და აიზეკი სად არიან? - ვიკითხე.

- აიზეკი დილიდან სავარჯიშოდ არის გასული , მამა კი მეორე სართულზეა თუ არ ვცდები ბიბლიოთეკაში..

- მამა და სახლში ყოფნა? - გაიკვირვა სანიმ დედას კი მის ნათქვამზე გაეცინა.

- გაღვიძებისას ჩემ გვერდით, რომ დამხვდა მეც ეგ გავიფიქრე სანი..დღეს ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი მაგრამ რაღაც მიზეზების გამო პაციენტის მშობლებმა უარი თქვეს და დილიდან ანერვიულებულია,დარდობს... - უპასუხა დედამ.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now