- ოლივერ კინგსს მონაცემებთან რა ჯანდაბა უნდოდა?
- ჩვენი აქციებით მუდამ ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებდით.. - თქვა საიმონმა.
- ოლივერ კინგსს დაუკავშირდით და სასწრაფოდ განყოფილებაში გამოცხადდეს. - უთხრა ოფიცერმა თავის დანაყოფს. - მისტერ მორგან ჩვენ მას დავიჭერთ და დაკითხვის დეტალებს აუცილებლად გაგაცნობთ. ახლა კი განყოფილებაში უნდა წავიდე. დროებით - მითხრა და კაბინეტიდან გავიდა.
- თეილორ შენ სად იყავი ამ დროს? - ჰკითხა საიმონმა, თეილორს.
- ეგ კი არა შენ სად იყავი საიმონ? - ვკითხე გაბრაზებულმა.
- მე მუდამ ჩემს კაბინეტში ვარ ჯეიდენ და ვისაც საკუთარ კაბინეტს უტოვებ იმას მოსთხოვე პასუხი ! არც კი ვიცოდი წასული თუ იყავი.
- სად იყავი? - შევუბრუნდი თეილორს.
- ისევ მე. გუშინ კაბინეტიდან, რამოდენიმეჯერ გავედი და არ ვიცი, რომელ მომენტს გულისხმობ...ჩემს დაბრალებას თავი დაანებე თორემ კარგი დღე არ გაგითენდება.
- სერიოზულად თეილორ? მე მემუქრები? - მის მუქარაზე ძალიან გამეცინა და სიცილითვე მივუგე.
- იცინე ხო.
- მეტი სერიოზულობა გმართებს.. - მიუგო საიმონმა.
- არავისთან არაფერი არ მმართებს.
- საიმონ თანამშრომლებს შეატყობინე , რომ ჩვეულ რიტმში გააგრძელონ მუშაობა და აქციების შესახებ კრებას აუცილებლად მოვიწვევ. თეილორ შენ კი სანამ ეს ყველაფერი არ გაირკვევა სამსახურიდან დათხოვილი ხარ.
- როგორ ბედავ? - მითხრა გაბრაზებულმა მე კი ხელი კარისკენ მივუთითე.
თეილორი გაბრაზებული გავიდა კაბინეტიდან.
- ოლივერ კინგსს, წარმოდგენაც არ გაქვს რა დიდ შარში გაჰყავი თავი...
- რაღაც რიგზე ვერ არის ჯეიდენ, მთლად მისი ბრალი არ იქნება.. - მითხრა საიმონმა.

KAMU SEDANG MEMBACA
შეპყრობილი
Romansaისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️