22 💫

2.1K 126 18
                                    




- კი ახლაც  - ვუთხარი და გვერდით მივიჩეჩე.

- კარგი. როგორც გინდა. - მიპასუხა და კიბეებზე ასვლა დააპირა, როდესაც შევტრიალდი და ვუთხარი :

- გგონია რადგან ფიქტიურ ქორწინებაში ვართ, გაქვს უფლება, რომ ასე მომექცე?

- ასე როგორ?

- მე მეკითხები? იცი როგორი ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება? როგორც სათამაშოს ისე მექცევი...ერთ წუთას ძალიან კარგად ,ხოლო მეორე წუთას ცივად და გაუგებრად.

- ნორა..

- დამასრულებინე. - ვუთხარი და ამოსუნთქვით გავაგრძელე - შენი აზრით ადვილია ხელის ერთი მოსმით შეიცვალო ცხოვრების რიტმი? ადვილია მუდამ ხასიათის ცვალებადობის მოთმენა,როდესაც ამას არ იმსახურებ? მე ამას შენ გამო ვაკეთებ, მაგრამ შენ ჩემ გამო არაფერს..მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ..სრულიად უმიზეზოდ მეუხეშები და გვერდით მაგდებ...დღე არ გადის ისე,რომ შენი სიცივე და გულგრილობა არ ვიგრძნო. მეც მაქვს ჩემი პრინციპები , მეც შენნაირი გრძნობები გამაჩნია,მაგრამ ეს ყოველივე შენზე არ გადმომაქვს..ამის საშუალებას არც მაძლევ. ერთი თვე ისე გადაიკარგე თითქოს არც ვყოფილიყავი. იკარგებოდი იმასთან ვის გამოც ფიქტიურ ქორწინებაში ჩამითრიე. რამე დაგიშავე და არ ვიცი? რატომ ვერ მიტანს მამაშენი დასანახად? რატომ ბედავს იმის თქმას, რომ ჩემს ნაბიჯებს ყურადღებით მოვეკიდო?

ჯეიდენი ქანდაკების მსგავსად იდგა კიბეზე და სერიოზული სახით მისმენდა ხოლო, როდესაც მამამისი ვახსენე სახე დაეჭმუჭნა..

- როდის გითხრა ეგ?

- დილით..

- რატომ არ მითხარი?

- რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეგ გაიგე?

- არა ნორა, ყველაფერი კარგად გავიგე. მამაჩემს ჩემს გვერდით თეილორის ყოფნა სურდა და მაგიტომ იქცევა ასე..არ ვიცი რა გითხრა.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now