- არ მოგწონს?- საქმე არ არის იმაში მომწონს თუ არა, უბრალოდ....
- უბრალოდ რა?
-არ ვიცი...ყველაფერი ისე უცბად ხდება, რომ გაანალიზებას ვერ ვახერხებ.. - ვუთხარი და მაისური გავისწორე.
- ამის გამო შემაწყვეტინე შენით ტკბობა?
- ჯეიდენ...
-ხო კარგი - მითხრა და ონკანიდან წყალი მოუშვა შემდეგ კი დალია.
- ჩემი წასვლის დროა... - ვუთხარი.
- დარჩი.
- რატომ?
- ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს ამ სახლში ცხოვრება და ხო უნდა მიეჩვიო..
- დღეს ჩემს სახლში მირჩევნია.
- კარგი როგორც გინდა..
ის იყო, მოსაცმელი უნდა ჩამეცვა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა..
- ცოტახანი მაინც მოგეცადა, წავიდოდი და მერე დაგერეკა შენი გოგოებისათვის - ვუთხარი ჯეიდენს. მაგრამ ჩემი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა..
ჯეიდენმა პასუხი არ გამცა და ეგრევე კარს მიუახლოვდა, ჭუჭრუტანაში გაიხედა და შემდეგ მე შემომხედა..
- ამყევი.
- რაა?
- რაც გაიგე. - მითხრა და კარი გააღო.
- თეეილოორ, რამ შეგაწუხა? - ჰკითხა ჯეიდენმა თეილორს.
- შენ? ჰაჰ არასდროს. მე უკვე საცოლე მყავს და ვეღარაფერს შეცვლი. - თქვა და კარი უფრო შეაღო, რის შემდეგაც ჩემი თვალები თეილორისას შეხვდა. საკმაოდ განრისხებული და სასოწარკვეთილი გამოხედვა ჰქონდა.
- ჰეი. - უდარდელად მივესალმე.
თეილორმა სახლში შემოსვლა სცადა მე კი ჯეიდენის სიტყვა გამახსენდა და ასეც მოვიქეცი. მივუახლოვდი კარს და თეილორს ვუთხარი :
- სტუმრებს არ ველოდებით. - ვუთხარი და ცინიკურად გავუღიმე.
ამაზე უარესად გაბრაზდა, შეტრიალდა და უკან დაბრუნდა.
- ყოჩაღ.. - მითხრა ჯეიდენმა, ხელი გადამხვია და სასტუმრო ოთახში ასე მივედით.შემდეგ კი სავარძელზე მოვკალათდით.წასვლა, რომ მიწევდა გადამავიწყდა და ჯეიდენს გამოკითხვა ჩავუტარე.

VOUS LISEZ
შეპყრობილი
Roman d'amourისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️