7💫

2.4K 137 6
                                    




უკვე '' Key Palace''- ში ვარ. მანქანიდან გადმოსვლისთანავე იგრძნობოდა ქორწილის ჟრიამული. მოსალოდნელი იყო,რომ ასეთი ცნობილი წყვილის ქორწილს ამდენი ადამიანი დაესწრებოდა. შენობა შესაბამისად ქორწილისთვის იყო გაფორმებული,რომლის შესასვლელსაც წითელი ხალიჩა ამშვენებდა. ხალიჩასთან იდგნენ ჟურნალისტები,რომლებიც გამალებით იბრძოდნენ ფოტოებისა და ინტერვიუებისათვის. ხალიჩა მშობლებთან და აიზეკთან ერთად გავიარე,მოულოდნელად კამერების გამოშუქებებზე დეჟავიუს გრძნობა დამეუფლა. თითქოს წარსულმა წამიერად გამიარა თვალწინ. ამან დამაბნია და მაშინვე შენობაში შევედი.


- რა მოგივიდა ნორა? - მკითხა დედამ და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია.

- კამერების გამოშუქებამ დამაბნია უბრალოდ, კარგად ვარ არ იდარდო.

- კარგი,წამოდით მივულოცოთ კეიტს და ნიკს - გვითხრა მამამ.

კეიტს და ნიკს დიდი სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან. მეხუთე წელი იქნება,რაც ერთად არიან და მათთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესია , როგორც სხვა ახალდაქორწინებულთათვის.


- ნორა როგორ მიხარია აქ,რომ ხარ - მითხრა კეიტიმ.

- ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვერ გამოვტოვებდი კეი, ძალიან ლამაზი ხარ.

- მადლობა დიდი. ახლა მშობლებთან უნდა დავბრუნდე , არ მოიწყინო. - მითხრა და მშობლებს დაუბრუნდა.

მშობლებს და აიზეკს შევუერთდი.

- რა ლამაზია აქაურობა - თქვა დედამ

- ნამდვილად. ძალიან მიხარია მათი ბედნიერება, ისინი ამას იმსახურებენ..-თქვა მამამ. - ჩემს ნორას როდის ვიხილავ ნეტა ასეთ თეთრ კაბაში? - დაამატა და მე შემომხედა.

- მამაა... - ვუთხარი სიცილით.

- რა იყო? არ უნდა უნდოდეს მამას შვილის თეთრ კაბაში ნახვა?

- როგორ არა...სანი ხო ნახე უკვე.

- მე მხოლოდ სანი არ მყავს - მითხრა და თვალი ჩამიკრა.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now