- მზად ხარ? - მკითხა ჯეიდენმა და ღვედი შეიკრა. მე კი იმ მომენტში ყველანაირად და ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
- როგორც ყოველთვის.
- მაშინ წავედით. - თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. გრილი ნიავი თმას მიფრიალებდა და საოცრად კარგად ვგრძნობდი თავს. არ ვიცოდი ეს, რის ნიადაგზე ხდებოდა , მაგრამ კმაყოფილი ნამდვილად ვიყავი.
ჯეიდენმა კარი გამიღო და მანქანიდან გადმოვედი. საბარგულიდან ბარგი გამოიტანა და შენობისკენ წავედით. რეგისტრაცია გავიარეთ და ისღა დაგვრჩენოდა, რომ ჩვენი რეისის ფრენის დაწყება გამოეცხადებინათ.
- როგორ გრძნობ თავს? - მკითხა ჯეიდენმა.
- მადლობა კარგად. - საუბარი ჯეიდენის ერთ-ერთმა ნაცნობმა გაგვაწყვეტინა.
- მორგან?
- ჰეეი ჯონსონ.. - წამოდგა ჯეიდენი და ხელი ჩამოართვა.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად. შენს ქალბატონს არ გამაცნობ? - ჰკითხა ჯეიდენს და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.
- ნორა გაიცანი ეს ლუკ ჯონსონია. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით.
- სასიამოვნოა, ლუკ. - ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
- ჩემთვისაც - მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა, რამაც ჯეიდენის სახეზე ცვლილება გამოიწვია. - ვხედავ ოჯახში მატება გაქვთ..ბევრი რამ გამომიტოვებია ჯეიდენ.
- ასეა. - უპასუხა ჯეიდენმა. მალევე კი ჩვენი რეისის დაწყება გამოცხადდა, ლუკს დავემშვიდობეთ და თვითმფრინავში ჩავჯექით.
ფრენის ნახევარი დრო ძილში გავატარეთ, ნახევარი კი საუბარში...
* 3 საათის შემდეგ *
* მაიამი *
ძალიან დაღლილი ვიყავი და ეს ყველაფერი სიარულზე მეტყობოდა, ჯეიდენმა შეამჩნია და მითხრა..
![](https://img.wattpad.com/cover/211495840-288-k991723.jpg)
YOU ARE READING
შეპყრობილი
Romanceისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️