2 💫

3.2K 157 4
                                    


* ნორა *

გზად გრეისს შევუარე.
გრეისი ჩემი ახლო მეგობარია ერთმანეთი სკოლაში გავიცანით და მას შემდეგ კარგად ვმეგობრობთ.

-მიმიღებ? - ვკითხე მისი სახლის კართან მისულმა.
- ეეი ნორაა, არ გელოდი დღეს - მითხრა კარის გაღებისას.
-დრო მქონდა და ვიფიქრე გავუვლითქო - გრეისმა მისი ხვეული ყავისფერი თმა შეისწორა, რომელსაც მზეზე ოქროსფერი შეჰპარვოდა და ყავის მომზადებას შეუდგა.

- ვიყავი გასაუბრებაზე "Builder Company"-ში.
- ოჰო, შემდეგ?
- ძალიან მომეწონა იქაურობა. სასწაულად სასიამოვნო ატმოსფეროა, გასაუბრებაც საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა ჩამიტარა.
- ჯეიდენმაა??? - შემომხედა გაკვირვებულმა.
- არა, საიმონ მორგანი ვარო. ხო იცი ჯეიდენი იქ იშვიათად დადის.
- რა ანაღვლებს?
- არც არაფერი.
- დღეს პროცესზე ვარ წასასვლელი.
- იწყება შენი იდილია ხო?
- კი, საკმაოდ საინტერესო საქმეა თან
გრეისი პროფესიით ადვოკატია.
გრეისმა მომზადება დაიწყო მე კი რჩევებს მეკითხებოდა, საბოლოოდ კრემისფერ შარვალსა და ჭუჭყიან ვარდისფერ პიჯაკზე შეაჩერა არჩევანი. გრეისი პროცესზე მივიყვანე შემდეგ კი შინ დავბრუნდი.
სახლში შესვლისთანავე ქენდი შემხვდა.
საშინაოდ გამოვეწყვე და ნოუთბუქს მივუჯექი. სიმღერა ჩავრთე და დიზაინებზე მუშაობა დავიწყე. ცოტახანში კი ტელეფონის ზარის ხმა მომესმა.
უცხო ნომერი.
- გისმენთ?
- საღამომშვიდობის. ნორა რიჩარდსონს ვესაუბრები?
- დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე სტელა პარკერი ვარ, "Builder Company"-ის მენეჯერი.საიმონ მორგანის დავალებით გიკავშირდებით. თქვენ მიღებული ხართ, როგორც ერთ-ერთ დიზაინერად ასევე მთავარი დირექტორის ჯეიდენ მორგანის პირად მოადგილედ.
- უკაცრავად, მაგრამ მე მოადგილის ვაკანსიაზე არ მოვსულვარ.
- ეგ უკვე მე არ მეხება მისის რიჩარდსონ. ხვალ 9 საათიდან შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს და მოადგილეობის საკითხსაც მოაგვარებთ. წარმატებებს გისურვებთ. - მითხრა და ყურმილი დამიკიდა.

შეპყრობილიحيث تعيش القصص. اكتشف الآن