*ნორა*მთელი გზა ჯეიდენს ხმა არ ამოუღია, უსმენდა სიმღერებს და მანქანას მშვიდად მართავდა. ვნერვიულობდი ცოტას. როგორ მიმიღებდნენ მისი მშობლები. მათ ხო ჯეიდენის ცოლად თეილორი უნდათ. მთელი გზა ეს ფიქრები არ მასვენებდა, ცოტახანში კი უზარმაზარ სახლს მივუახლოვდით. ჯეიდენმა მანქანა მიაყენა და გამოსვლისას ხელის ჩაკიდებით მიმიყვანა სახლის კარამდე. ზარის ღილაკს თითი შეახო და რამოდენიმე წუთში მოსამსახურემ გაგვიღო კარი.
- მოგესალმებით მისტერ მორგან - მიესალმა მოსამსახურე ჯეიდენს.
ჯეიდენმა კი საპასუხოდ თავი დაუქნია. ჯეიდენი ხელს არ მიშვებდა, რაც მამშვიდებდა. ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი.
- ნორაა - შემოგვეგება საიმონი.
- ოჰ, საიმონ ჩამოსულხარ - ვუთხარი საიმონს და გადავეხვიე. საიმონთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ყოველთვის ქებით მავსებს, როდესაც კლიენტი ჩემს ნამუშევარზე კმაყოფილია.
- კი. სხვათაშორის ერთ-ერთ კონფერენციაზე გახსენეს არქიტექტორებმა და სურთ, რომ ერთხელ შენც ესტუმრო.
-მართლა? დიდი პატივია.
- სად არიან? - ჩაგვერია ჯეიდენი.
- სასტუმრო ოთახში გელოდებიან - უპასუხა საიმონმა და უკან შეტრიალდა. ჯეიდენმა სასტუმრო ოთახისკენ წამიყვანა. სახლი ძალიან კლასიკურად გამოიყურებოდა, კრემისფერ და ბორდო წითელი ფერის შპალერებით. ავეჯი ხის და გამოკვეთილი ორნამენტებით შემკული. მივუახლოვდით სასტუმრო ოთახს.
- ჯეიდენ, ნორა. - მოგვესალმა ელეგანტურად გამოწყობილი ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ჯეიდენის დედა იყო.
- გამარჯობა დედა. ნორა გაიცანი ეს ჩემი მშობლები არიან.
- მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ვუთხარი და ორივეს ნაზად ხელი გავუწოდე.
- ჩვენთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა. შეგიძლია მარტა დამიძახო. - ძალიან თბილად მიმიღო ჯეიდენის დედამ და უმცროსმა ძმამ ნიკმა, რასაც ვერ ვიტყვი მამამისზე. მაგრამ ვეცადე დათრგუნვა არ შემემჩნია.
- ნორა მოგვიყევი შენს თავზე რაიმე - მითხრა ქალბატონმა და სტეიკის დაჭრა დაიწყო.
- თქვენ რა გაინტერესებთ? - ვუთხარი და გავუღიმე.
- რამდენი ხანია , რაც ერთად ხართ?
-ორი თვე - უცბად ჯეიდენმა ფეხი მომარტყა იმის ნიშნად, რომ ძალიან გულწრფელიც არ ვყოფილიყავი.
- ერთი წელი და ორი თვე, ბოდიში - ვუთხარი და მწარე ღიმილით ჯეიდენს გავხედე.
- აჰა გასაგებია.
YOU ARE READING
შეპყრობილი
Romanceისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️