- ჯეიდენ რა მოხდა? - გავუმეორე კითხვა.ჯეიდენმა პასუხი კვლავ არ გამცა. ხელი მაგრად მომჭიდა და შესასვლელისკენ წამიყვანა. ჟურნალისტები თავს გვეხვეოდნენ ცდილობდნენ ჯეიდენისგან რამე გაეგოთ, მაგრამ ამაოდ. ჯეიდენი პასუხს არავის სცემდა. საიმონის კაბინეტში ავედით.
- ჯეიდენ...
- ხმას აუწიე ! - მიუთითა ჯეიდენმა საიმონს.
* ჩვენთვის ცნობილი გახდა " Builder Company''-ის მთავარი დირექტორ ჯეიდენ მორგანის მიერ ჩადენილი მკვლელობის დამადასტურებელი ფაქტები, რომელიც მისმა ყოფილმა მოადგილემ თეილორ ბენკსმა გვამცნო. დანარჩენ დეტალებს კი ჩვენი კორესპოდენტი გაგვაცნობს..გისმენთ ნენსი..* თქვა ერთ-ერთი საინფორმაციოს წამყვანმა. ვერ ვუჯერებდი მოსმენილს. ხმასაც ვერ ვიღებდი ან რა უნდა მეთქვა? ქანდაკებასავით ვიდექი კარებთან და ვუსმენდი მათ დიალოგს..
- ძუკნა.. - თქვა ჯეიდენმა და ჭიქაში ვისკი დაისხა.
- ხო გითხარი ზედმეტია ეს ყველაფერი. რისთვის წამოიწყე? ხედავ რა დღეში ჩავვარდით შენ გამო? - დაუწყო ჩხუბი საიმონმა.
- შენ გჯერა, რომ მე მოვკალი? - დაიყვირა ჯეიდენმა.
- არ მჯერა, მაგრამ ეს ფოტოები?
- ფოტოებზე მე მას სამსახურის ამბებს ვუყვებოდი და ახალ გეგმებს ვაცნობდი საიმონ, მე რად მაწყობდა მისი სიკვდილი?
- არ ვიცი ჯეიდენ არაფერი არ ვიცი.
- ხოდა, როცა არ იცი მე ნურაფერს ნუ მეტყვი. ახლა წავალ მაგ ძუკნასთან და საკადრის პასუხსაც მიიღებს. - თქვა ჯეიდენმა და კაბინეტიდან გავიდა. სირბილით უკან გავყევი.
- დარჩი შენ.
- არ გინდა ნუ წახვალ. ფხიზელ მდგომარეობაში, რომ იქნები მერე შეხვდი. ახლა გაბრაზებულზე უარესს ნუ ჩაიდენ. - ვუთხარი ჯეიდენს და მხრებზე ხელები დავადე.
- უარესს?ნორა მე არაფერი ჩამიდენია და მაგას მე გადავწყვეტ კაი?
![](https://img.wattpad.com/cover/211495840-288-k991723.jpg)
YOU ARE READING
შეპყრობილი
Romanceისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️