* ჯეიდენი *
- სად უნდა წაეყვანა?
- წარმოდგენაც არ მაქვს საიმონ. ვერ გამიგია რა უნდა? ამით რის მიღწევას ცდილობს?
- ეჭვიანობს, ხო იცი როგორ უყვარხარ ჯეიდენ.
- ეგ უკვე მისი პრობლემაა..მამას უნდა შევატყობინო.
- არ დაგიჯერებს.
- არ მაინტერესებს. თეილორი ჩემთან ახლოს მხოლოდ მის გამო იყო ამ დროის განმავლობაში, ახლა კი მოუწევს ნორას მოძებნაში დამეხმაროს. - ვუთხარი საიმონს და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
- მამა თეილორმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ახლა ნორა ჰყავს სადღაცას გატაცებული.
- მოიცა, მოიცა, სად ხართ?
- ჩემთან სახლში..
- ახლავე მოვალ. - მითხრა და ყურმილი დამიკიდა
ცოტახანში მამა მოვიდა..
- რა მოხდა ჯეიდენ?
- ნორას სადმე ხედავ?
- ვერა..
- შენი თეილორის წყალობით ის ახლა აქ არ არის და ღმერთმა იცის სად ჯანდაბაში წაიყვანა. - ველაპარაკებოდი და თავს ძლივს ვიკავებდი.
- დარწმუნებული ხარ ?
- ასი პროცენტით..
- მე, რით დაგეხმარო ჯეიდენ?
- რას ჰქვია რით მამა? დრო არ არის საბოლოოდ გადმოხედო ოჯახს და ერთხელ საკუთარ შვილებს დაეხმარო?
- ჯეიდენ.. - ჩაერია საიმონი.
- ნუ მაჩუმებ საიმონ, მართალი ვარ და მან ეს კარგად იცის, ყველაფერი მშვენივრად იცის, მაგრამ მუდამ მათ მხარესაა. ჩემთვის, რომ დაეჯერებინა დღეს ნორა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა, თეილორი ამდენ პრობლემას არ შექმნიდა...სულ ერთია თუ გინდა სამსახურიდან მომხსენი და ყველაფერი წამართვი, მაგრამ მხოლოდ მაშინ , როდესაც ნორას მაპოვნინებ...შენ მათზე ყველაფერი იცი..საკმარისია მამა ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, ბავშვობიდან გიყურებთ მე და საიმონი თუ როგორ ხარ მათზე დამოკიდებული და რამდენზე ხარ წამსვლელი მათ გამო.. მაგრამ ჩვენ გამო არაფერს არ გააკეთებ, ჩემს შვილსაც კი არ აღიქვამ შვილიშვილად...ასე, რომ რამე მოიმოქმედე... - მთელი ჩემი ბრაზი მამაჩემზე გადავიტანე და რაც კი გულზე მედგა ყველაფერი ვუთხარი. სახე რადიკალურად შეეცვალა და დარდი შეერია, წამიერად წამოუვიდა ცრემლები და ორივეს მოგვიახლოვდა.
YOU ARE READING
შეპყრობილი
Romanceისტორია მოგვითხრობს გოგოზე , რომელიც თავისი უფროსის სუსტი წერტილი გახდება. უფროსის, რომელიც მისი ბავშვობის მცირე ნაწილს იკავებდა... P.S გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ დიდ ბოდიშს ვიხდი ❤️