9 💫

2.4K 109 8
                                    




ისე მქონდა ყველაფერზე ნერვები აშლილი, რომ გზაში იმასაც კი ვფიქრობდი,რომ სამსახურიდან წამოვსულიყავი მაგრამ მივხვდი,რომ ამ საქციელით ჯეიდენს ჩემს სისუსტეს ვაჩვენებდი , რაც ძალიან ნაკლებად მინდოდა. გადავწყვიტე, რომ მისი ასეთი საქციელებისათვის ბოლო მომეღო და მასსავით ცივად მემუშავა..

ასეც მოვიქეცი. ყოველ დილას გზად ყავას ვყიდულობდი და ჯეიდენს სამუშაო მაგიდაზე ვუტოვებდი,მაგრამ იმ დღეს მხოლოდ ჩემთვის ვიყიდე. ვმუშაობდი ჩემს თანამშრომლებთან ერთად და ჩემს კაბინეტში მხოლოდ მაშინ ავდიოდი თუ რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა. გაბრიელა მაფრთხილებდა,რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო და ამით ჯეიდენს უფრო გავაბრაზებდი, მაგრამ ნაკლებად მადარდებდა თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა მას. ჩემთვის მთავარი ის იყო,რომ მისდამი ცივად ვყოფილიყავი განწყობილი ეს რა თქმა უნდა ჩემთვისაც სასარგებლო იქნებოდა. სულელი ვარ, რომ წამით ცდუნებას ავყევი და მეგონა,რომ რაღაც იქნებოდა...ადამიანები ხო მუდამ ზედმეტად ვფიქრობთ. საკმარისია რაღაც გამოჩნდეს და იმ წამსვე ოცნებების კოშკებს ვაგებთ და შემდეგ ჩვენივე იმედების გამო გვტკივა გული...არადა რა მოხდა? არც არაფერი..წამიერი შეხება...

მუშაობისას ჩემი ტელეფონის ზარის ხმა გავიგე და ვნახე,რომ მამა მირეკავდა გამიკვირდა რა უნდა მომხდარიყო ასეთი, რომ მუშაობის დროს დაერეკა..

- ნორა რიჩარდსონნნ - ყური მეტკინა ისე დამიყვირა.

- რა მოხდა? - ვკითხე გაოცებულმა

- კიდევ მე მეკითხები რა მოხდა? ამას რატომ გვიმალავდი? სასწრაფოდ მოდი ჩვენთან !!! - მითხრა და ყურმილი დამიკიდა როგორც მანამდე სჩვევია..

ნერვიულობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყველაფრის გახსენება დავიწყე რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებინა,რომელიც მათ არ მოეწონებოდათ მაგრამ ვერაფერი გავიხსენე რადგან ასეთი არაფერი გამიკეთებია ! სასწრაფოდ ავიღე ნივთები და სახლში წავედი..

შეპყრობილიWhere stories live. Discover now