ერთი წლის წინ:
დილაა, ხელში მიჭირავს რათქმაუნდა ჩემი საყვრაელი წიგნი და ვნიშნავ ჩემთვის აზრიან წინადადებებს, ზოგს ალბათ ამის გამო გიჟი ვეგონები, მაგრამ არა, ეს ერთი შეხედვით უინტერესო და არაფრისმთქმელი სიტყვები სინამდვილეში საკმაოდ აზრიანი და გამოსადეგია, რადგან ცხოვრებაში დგება მომენტი როცა სწორედ ისინი გეხმარებიან სწორი გზის არჩევაში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ მათი მონიშვნა არაფერია მათ დაკვირვება და გააზრება ესაჭიროებათ.
სწორედ ამ საქმით ვიყავი გატაცებული როცა ქვევიდან დედას ხმა შემომესმა.
- ლილე, ადექი სკოლაში გაგვიანდება.
მეც სხვა გზა არ მქონდა მომიწია ადგომა და სკოლისთვის მზადება, თან აბიტურიებტი ვარ და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაქვს დრო გამოვძებნო ყოველდღე რამოდენიმე საათი ბიბლიოთეკაში დროის გასატარებლად.
ბიბლიოთეკა ჩემი საყვარელი ადგილია, აქ არანაირი ქაოსით მოცული ხალხთა ბრბო და არც მოღუშული სახეებით მოსიარულე ადამიანების ყურება გიწევს, რომლის გამოც გუნება თავადაც გიფუჭდება.
ეს არის ადგილი სადაც შეგიძლია იმოგზაურო შენს სამყაროში რომელიც სავსეა თავგადასავლებით და საიდუმლოებით მოცული ადგილებით, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობ და ყველაფერზე შეგიძლია ფიქრი.
აქ სადღაც 2-3 საათს ვატარებ და შემდეგ მასწავლებლებთან მივდივარ, ასე ჯაჭვივით მიმდინარეობს ჩემი ცხოვრება ყოველდღე არაფერი განსხვავებული. მიყვარს როცა ყველაფერი დალაგებული და ორგანიზებული მაქვს, რის გამოც ჩემი დღის გეგმებს არასდროს ვუხვევ მუდამ მას მივყვები, ასევე ძალიან მომწონს წერა და ხატვა, თავისუფალ დროს სწორედ ამ საქმეებს ვუთმობ დიდ ყურადღებას.
ახლა 4 საათია ანუ 1 საათი თვისუფალი დრო მაქვს, რის გამოც ალბათ ბიბლიოთეკაში წავალ.
მივედი დავათვალიერე თაროები საინტერესო ვერაფერი ვიპოვე, ბოლოს კი ვიღაც ბიჭი მოვიდა და მკითხა.
- გინდა დაგეხმარო?
- არა, როგორმე მე თვითონაც მივახერხებ-ვუთხარი წყნარად.
- კარგი.
მითხრა და წავიდა, დაბლა კი წიგნი დაუვარდა, ვეცადე დავწეოდი მაგრამ ვერ მოვახერხე, დამაინტერესა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა სათაური შემთხვევით წავიკითხე "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" როგორც ჩანს რომანია, შემდეგ აღწერაც მივაყოლე და მომეწონა ვიფიქრე წავიკითხავდი და წავიღე.
ცოტახანში ჩემმა ტელეფონის ზარმაც დარეკა, ანუ წასვლის დრო იყო, წიგნი ჩანთაში ჩავიდე და წავედი.
ახლა 6-ის ნახევარია მეტროში ვდგავარ, ვაგონი სწრაფად და ხმაურიანად მიქრის, ხალხი განაბულია, მე კი ვაკვირდები თითოეულ მათგანს და ვცდილობ ამოვიცნო ვინ როგორია, სხვათაშორის ეს ყველაფერი კარგად გამომდის, რის გამოც ალბათ ფსიქოლოგიურზე ჩვაბარებ.
ვაკვირდები მათ ტანისსამოს, გამომეტყველებას და რათქმაუნდა თვალებს, რადგან სწორედ თვალებია ადამიანის გამცემი, სწორედ თვალებში შეგიძლია ამოიკითხო მისი ხასიათი და ყველაფერი რაც გაინტერესებს, ასევე მანერებიც ყველაფრის მთქმელია. ამ გაჩერებაზე ჩემს წინ წყვილი შემოვიდა გოგო მაღალია, საკმაოდ გემოვნებიანად აცვა, წინ იყურება მის გვეძე მდგომს ერთხელ თუ შხედავს მისი ქცევებიდან გამომდინარე ჩანს არ მოსწონს ის ბიჭი და უბრალოდ ათამაშებს, აი მის გვერდით დგომი კი ნამდვილად გულჩვილია და ამ გოგოზე გაგიჟებული რაც შემოვიდნენ თვალს არ აშორებს მისი ყურებისას მისი სახე ნათდება და ბედნიერებით ევსება, სამწუხაროდ ადრე თუ გვიან მას გულს ატკენს რატომაც ასე მგონია.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა გზაში იმ წიგნზე ვფიქრობდი, საკმაოდ მაინტერესებდა, ასე რომ სახლში მივედი თუ არა ჩემს ოთახში ავედი და კითხვა დავიწყე, თან რა თქმა უნდა წინადადებებსაც ვინიშნავდი, წიგნი სადღაც 4 საათში დავასრულე ძალიან მომეწონა, ემოციებით და გრძნობებით სავსე იყო, საკმაოდ ძლიერი წიგბი გამოდგა.
ახლა სადღაც ღამის 3 საათია და არ მეძინება, ამ საოცარმა წიგნმა ჩემზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც ჩემს სამყაროს ახალი საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟები შეემატა, მომწონს ახალი სახეების აღმოჩენა, ეს უფრო მიმარტივებს იმას ამოვიცნო ადამიანის ნამდივილი სახე, ჯერ პერსონაჟების თითოეულ ქცევას ვაკვირდები რასაც შემდგომ ადამიანში აღმოვაჩენ ხოლმე რაც საკმაოდ მსიამოვნებს.
ამ ფიქრებში დამეძინა, დილას რომ გავიღვიძე არაფერი საქმე არ მქონდა რუს გამოც ბივლიოთეკისკენ გავეშურე.
YOU ARE READING
რატომ მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?!
Romanceლილე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, იგი სხვა გოგოებისგან საკმაოდ განსხვავებულია, უყვარს ლიტერატურა, წიგნებიდან ციტატების ამოღება, ყვავილი სანიშნეები და ა. შ. აქვს თვისი სამყარო სადაც ადამიანს საკმაოდ რთულად უშვებს, ასევე ყოველდღიური გეგმები რომელსაც...