1.ეპილოგი

718 22 12
                                    

   საღამოა, გრილა, ქარი ბეჭებზე მიბერავს და მცივა, სახეზე მოცურავე ცრემლები ზედ მაშრება, ვკანკალებ, საშინელი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცამ გული ამომგლიჯა, თუმცა ეს არ ეყო და  ახლა მახრჩობს, ჰაერი არ მყოფნის და მენატრება... მენატრება ის სითბო, ის ბედნიერი წუთები რომლისგანაც ახლა მხოლოდ ერთი ფურცლის ნაგლეჯი და ცრემლებით დასველებული წიგნი შემომრჩა და რის გამო ვიტანჯები ასე, ამ დაუნდობელი სამყაროს გამო რომელიც მხოლოდ ადამიანის ტანჯვით სულდგმულობს, სუნთქავს ყოველი ერთი ადამიანის ტკივილით.
    ღმერთო ყვირილი მინდა, მინდა ვიყვირო ბოლო ხმაზე ისე, რომ არავინ გაიგოს, მინდა ვიტირო, მინდა გამიაროს ამ ტკივილმა, მაგრამ არა პირიქით იმატებს, უფროდაუფრო მტკივა დროდადრო.
    არანაირი წამალი არ შველის  არ ვიცი რა ვქნა ვეღარ ვუძლებ, რას არ ვიზამდი ახლა წარსულში რო დავბრუნებულიყავი და ყოველი ჩემი შეცდომა გამომესწორებინა.
   რა სულელი ვიყავი როცა დრო მქონდა არ გამოვიყენე და უბრალოდ სისულელეში დავხარჯე, მაშინ ვერ ვაანალიზებდი იმას თუ რა სასტიკია რეალობა და ყველაფერი არაა ისე დალაგებული სინამდვილეში, როგორც ჩვენს საყვარელ წიგნებშია აღწერილი  ეს ხომ უბრალო ილუზიაა და სხვა არაფერი.
   აღარ შემიძლია ასე, ვეღარ ვუძლებ, მართლა ძალიან ცუდად ვარ, ძალა გამოცლილი, ამდენი ტირილით დასიებული და დაბრმავებული და სადღაც აქ მარცხენა მხარეს გულთან რაღაც მჩხვლეტს, არ მასვენებს ეს უდიდესი მონატრება მისადმი, ყოველ წამს სიკვდილს ველი, მინდა უბრალოდ მეც დავიძინო და აღარ გავიღვიძო, მაგრამ არა, არ გამოდის ისევ მტკივა, ამ დროს კი სიბნელეა და მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს ქუჩებს და მხოლოდ ისაა მოწმე ჩემი დამსხვრეული და უკიდეგანო სივრცეში მიმოფანტული გულის ნაწილაკების, რომელსაც ვეღარასდროს ვერავინ გაამთელებს, დაიკარგება ასე უგზოუკლოდ სამუდამოდ, მის საუკეთესო მოგონებებთან და მასთან ერთად, რის გამოც არც ქარი შეწყვეტს ქროლას, არც ცრემლები შეწყვეტენ სრიალს ჩემს სახეზე და არც ტალღები შეწყვეტენ მის გამო ღელვას, მისი მომავალი პრინცესა კი მას გაიცნობს გმირად და მფარველ ანგელოზად რომელიც მის გულში იქნება მუდამ......

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Donde viven las historias. Descúbrelo ahora