30.დასასრული

246 10 17
                                    

  დილას ორივე უხასოათოდ ავდექით, მოვემზადეთ ისე რომ ხმა არცერთს არ გაგვიცია ერთმანეთისთვის და აეროპორტისკენ წავედით.
   მანქანაში ვზივართ, მთლიანად სასტიკი დღეა, თითქოს ცაც ჩვენნაირად ცუდ ხასითზეა, წვიმს, ფანჯრებზე წკაპა წკუპი ისმის, მინდა ერთხელ მაინც გავხედო მათეს, ბოლოჯერ შევხედო მის თვალებს, მაგრამ ვერ ვბედავ, მეშინია...
    17 საათი ვიმგზავრეთ თბილისში ჩამოსვლისას, მათეს ვუთხარი რომ სახლში ჩემით წავიდოდი და არც ის შემწინააღმდეგებია.
    ნახევარი გზა ფეხით გავიარე, ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ მესუნთქა მის გარეშე, როგორ მეარსება მისი სახის და გულის გარეშე, თან თვალები ცრემლებით მევსებოდა, ჩემს თავს ვაძალებდი რომ არ მეტირა, თუმცა აღარაფერი მემორჩილებოდა, სახლში აწითლებული და განადგურებული მივედი.
    ერთი სული მქომდა ოთახში როდია ავაღწევდი, ლოგინზე დავეცემოდი და ბოლო ხმაზე ვიტირებდი.... ვიტირებდი მანამ სანამ არ მომეშვებოდა, მაგრამ ყველა კითხვებს მაყრიდა დედაჩემი შეშინებული თვალებით მიყურებდა, მამაჩემი უფრო დაფეთებული იყო, ლაზარე კიდე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე და ცდილობდა მშობლები დაეწყნარებინა. ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ ჩუმად ვიდექი, ცოტახანში კი დაუკითხავათ ავედი ოთახში ბალიშში ჩვრგე თავი და ბოლო ხმაზე დავიწყე ღრიალი.
   ნეტა იცოდეთ იმ წამს როგორ მინდოდა მათესთან, როგორ მსურდა მისი ჩახუტება, მისი სახის ბოლოჯერ დანახვა, მთელი სულითდაგულით მსურდა, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიზამდი.
   5 წუთში ოთახში ლაზარე შემოდის და მეხუტება, მე კი მის მკლავებდი ვაგრძელებ ტირილს და ჩემი თვის ლანძღვას, ნერვები მეშლებოდა, რომ ასეთი ეგოსიტი ვიყავი, მშიშარა და მხდალი, როგორ შეიძლება ადამიანს ხალხის ბრბოსი გეშინოდეს, გეშინოდეს ცხოვრებაში სიახლეების და რობიტივით მუდამ ერთიდაიმავეს აკეთებდე, თითქოს ვინმეს მიერ დაპროგრამებული იყო და ამის გამო, ამ სისულელის გამო გიწევდეს შენთვის უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა, მხოლოდ ამის გამო.
   ლაზარე ცდილობდა ყველანაირად დავეწყნარებინა მარიგებდა მეუბნებოდა რომ ყველა ერთნაირი ვერ იქნება, ცხოვრებაში გიწევს ადამიანს რაღაც დათმო, ეს რაღაც როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყო, რადგან ეს რეალობაა, რეალობა კი ყოველთვის მწარე და მოუდრეკელია, სწორედ ისაა ყველაზე სასტიკი, მაგრამ მაინც არ მინდოდა ეს ასე მომხდარიყო, ახლა ხალხზე მეტად ჩემი თვი მეზიზღებოდა, რადგან ასეთი იდოტი ვიყავი.
    სახლიდან 1 კვირა არ გავდიოდი, ამასობაში კი ყოველი ციტატა წავიკითხე რომელიც მათესთან ერთად ამოვიწერე, მერე ჩვენი წიგნი 5 ჯერ გადავიკითხე და ფოტოები მილიონჯერ გადავათვალიერებდი, დღეს მისი ფოტოთი ვიწყევდი და მისი ფოტოთითვე ვასრულებდი, მერე წიგნს ვწერდი არ ვიცი ამ დროს თითქოს ვმშვიდდებოდი ვფიქრობ რამოდენიმე დღეში უბრალოდ დავასრულებ ამ წიგნსაც, რადგან უკვე 6 თვეა ვწერ მგონი.
   ამ 1 კვირის მანძილზე ლაზარე გვერდიდან არ მომშორებია, სულ ცდილობდა რამეთი გავემხიარულებინე, მაგრამ ბოლოს რო მიხვდა შეუძლებელი იყო უბრალოდ დანებდა, იდგა და მეუბნებოდა რო როცა მეტირებოდა მეტირა, თუ მეცინებოდა გამეცინა და თუ ყვირილი მინდოდა ავმდგარიყავი და ბოლო ხმაზე მეწივლა, მაგრამ იმ დროს მე სამივე ერთად მინდოდა, ემოციები ერთმანეთში მქონდა არეული, მეგონა ცოტაც და გავგიჟდებოდი, უბრალოდ ჭკუიდან გადავიდოდი და ყველაფერს დავამტვრევდი, ბოლოს უკვე თითქმის მართლა ამ დონემდე სანამ მივედი ლაზარემ მანქანაში ჩამსვა და ჩემი და მათეს ადგილას წამიყვანა, მერე კი ქოხში სადაც ხეს ერთად შევაბით ჩვენი ოცნებები მიზნები და ფიქრები.
     იმ დროს თითქოს დავწყნარდი გულზე მომეშვა როცა ვინახულე ყოველი ადგილი სადაც მოგონება მაკავშირებდა, რომელიც ბოლომდე ჩემთან დარჩებოდა და მას ვერავინ წამართმევდა.
   ამ დღიდან ნინამაც დაიწყო ჩემთან სიარული, იმასაც ოჯახური პრობლემები შეექმნა და საქართველოში არ იმყოფებოდა, მანაც დიდი წვლილი შეიტანა იმ დროს ამ რული პერიოდის გადატანაში, ნამდვილად არ ვიცი ლაზარე და ნინა რომ არა რა დამემართებოდა.
     მოგზაუტობიდან და ამ ყველაფრიდან 2 თვეში წერილი მომდის მათესგან.
     გახსნისას გული სასწაულად მიცემს, მგონია სადაცაა ამომივარდება.
    "ლილე მადლობა ყოველი იმ წუთისთვის რაც ჩემთან ერთად გაატარე, ყოველი დღე იმ წამებში ფერადი და ბედნიერებით სავსე იყო, როცა ვიღვიძებდი და ვხვდებოდი რომ ამ ცხოვრებაში მყავდა ვიღაც მაინც, ვიღაც ისეთი ვისაც ვუყვარდი, მართლა მგონია რომ ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში მეორედ  ვეღარ შევიგრძნობ, იცოდე და დაიმახსოვრე რომ შენ ჩემს გულში მუდამ დიდი ადგილი გეკავება ყოველთვის ჩემი მზის სხივი იქნები, რომელიც დილაობით, ცელქად შემოიჭრება ფანჯრიდან ჩემს ოთხში და ტკბილად გამღვიძებს, მიყვახარ და მუდამ მეყვარები, შენი დავიწყება რომც მინდოდეს მაინც ვერ შევძლებ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც ჩანს ასეთი იყო ბედი, იცოდე ნურასდროს შეგეშინდება ნეგატივის, ეს უბრალო ხალხთა ბრბოა რომელსაც მოსწონთ სხვისი გაკრიტიკება, ისინი შენ ვერასდროს ვერაფერს დაგაკლებენ ენას ძვალი არ აქვს რომ დაეღალოთ, ცხოვრება გრძელდება ეს შენი ცხოვრებაა რომლის მართვის საშუალება მხოლოდ შენ გაქვს და არავის უნდა მისცე ნება რომ შენი ადგილი დაიმავოს, აკეთე ის რაც გინდა, სიახლეევი ნელ-ნელა შიტანე და ასე უფრო დაძლევ შიშს, მე მივდივარ ქვეყნის გარეთ, მაგრამ იცოდე რომ ყველაფერი მიმაქვს რაც შენთან მაკავშირებს, ის წიგნი სადაც ყოველი ჩვენი მოგონებაა აღბეჭდილი მაგას ყველაზე მეტად გავუფრთხილდები და ასეთივე გამოგიგზავნე შენც რათა შენც ისევე გახსოვდე როგორც მე და ყელსაბამი სადაც ჩვენი ფოტოა, ისეთივე მაქვს მეც მუდამ გეკეთოს და არასდროს მოიხსნა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ბედნიერებისთვის რაც განმაცდევინე ამ 1 წლის განმალობაში, შენ მაქუჩე ბედნიერება და სიხალისე, მიყვარხარ ჩემო მზის სხივო"
   ხელში ავიღე წიგნი ოთახში შევიტანე, ყელსაბამი ავიღე და ლაზარეს აეროპორტში ვთხოვე წაყვანა.
    მივედით მათეს ვეძებ ვეძებ მაგრამ არ ჩანს, რა ვქნა ღმერთო ამ დროს კი უკნიდან ვიღაც მეხვევა, ისეთივე სურნელი აქვს როგორც მათეს, უკან ვიხედები და ისააა, მთელი ძალით ვეხუტები, ვემუდარები არ წასულიყო, თუმცა იმ წამს მისი ტუჩები ჩემსას ბოლოჯერ დაეწაფა და წავიდა, უკან არც მოუხედავს ისე, არადა როგორ მინდოდა იმ წამს ერთხელ მაინც შემოეხედა ერთხელ მაინც......
    სახლში რომ მივედი ის წერილი და  ჩვენი წიგნი მეჭირა ხელში.
    ამის მერე წიგნის ბოლო თავი დავწერე წავიკითხე თვიდან ბოლომდე და ყველაფერი ჩვენზე მქონდა დაწერილი, არადა არც მეგონა ასე თუ გამოვიდოდა, ვიფიქრე გამოვცემდი ამ წიგნს და ასწც მოვიქეცი სადღაც 2 თვე გამომცემლობაში დავდიოდი და ბოლოს როგორც იქნა გამოვეცი.
    1 წლის შემდეგ წიგნის გამოცემიდან პრეზენტაცია მქონდა, ხალხი კითხვებს მაყრიდა მე კი იქ სადღაც მათ შორის თითქოს მათეს მოვკარი თვალი, გავიქეცი რომ მენახა მაგრამ ვეღარ დავეწიე მეგონა მომელანდა, მაგრამ არა დარწმუნებული ვარ ის იყო.
   ბოლოს მათე სწორდ იქ ვნახე.
იცით ახლა უკეთ ჩვწვდი აზრს სიტუვებისა "- სანამ არ დამტოვა ვერც კი ვხვდებოდი, რაოდენ მარტოსული იყო სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი" - ია კარგარეთელი "სხვა უდაბნოს საიდუმლო.

   
 
   დ ა ს ა ს რ უ ლ ი.

P. S. იმედია მოგეწონათ, ბოლო თავი იყო და აბა შთვეჭდილებებს ველი, ვიცი დიდად არ განსხვავდებოდა წიმა წიგნისგან მაგრამ წასაკიჸხად მგონი ცუდი არ იყო💖😊👉👈

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Donde viven las historias. Descúbrelo ahora