7.

180 11 6
                                    

   ამჯერად საღამოა სახლში მივდივარ, კარგი ამინდია, ქუჩა სავსეა ხალხით, ჩემი გონება დატყვევებულია მუსიკით, მხოლოდ ბედნიერება იგრძნობა არემარე, არავინ არის მოღუშული ჩემს წარმოსახვაში, სხეული უცნაურად მოძრაობს ბედნიერებისგან, თავისით ცეკვავს, ჩემს სტიქიაში ვარ და უცებ ნელ-ნელა ამ ბედნიერების ხმაურს ვიღაცის ტირილი ახშობს, ვიხედები აქეთ-იქით არვინააა, ბოლოს სადღაც შენობებს შორის ვიწრო ადგილას პატარა ბავშვი დავინახე სადღაც 9 ან 10 წლის იქნებოდა, ტიროდა, მუხლებზე პატარა ლეკვი ეწვინა და ჩახუტებული იყო, თვითონ არც ისე სუფთად გამოიყურებოდა, მაგრამ ულამაზესი იყო.
   ველაპარაკები, თვითონ ხმას არ მცემს ასე უბრალოდ აგრძელებს ცრემლების ღვრას, არც მიყურებს თვალები მხოლოდ მისთვის ამ წამს ერთადერთ და მნიშვნელოვან მეგობარზეა დაცქერებული, ვერ ვგებულობ ესმის თუ არა ჩემი.
   ცოტახანს ასე ვესაუბრე შემდეგ, რომ მივხვდი აზრი აღარ ქონდა საუბარს, რადგან უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ გავგიჟდი და ჩემს თავს ველაპარაკებოდი, გვერძე მეც ისევე მდუმარებით მივუჯექი როგორიც თავად იყო.
  ასე სიჩუმეში ვისხედით მე და  2 პატარა უმწეო არსება სადღაც ნახევარი საათი, შემდეგ ამომხედა დიდი მწვანე თვალებით რომელიც ჯერ კიდევ წყილიანი იყო და უიმედო, მე გვერძე გავიხედე ამასობაში ლეკვიც წამოხტა და პატარას დაუწყო ფერება რა დროსაც გავიფიქრე " ნეტა ამას უნდა ერქვას ცხოველი და ზოგიერთს, რომელსაც უბრალოდ ადამიანის წოდება გააჩნია ადმიანი, რა უსამართლოა სამყარო", ბავშვი მიყურებს და ბოლოს გაბედა და მკითხა.
    - რატომ ზიხარ აქ?
    - იმიტომ, რომ შენც აქ ზიხარ.
    - მერე რა, შენ ხომ მე არ მიცნობ.
    - ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენი გაცნობა არ შემიძლია მემგონი, მე ასე ვფიქრობ შენ?
     - მგონი მასეა, რა გქვია?
     - მე ლილე ვარ, შენ? 
     - ლილე როგორც მზის სხივი რა ლამაზი სახელია, მე თიკო ანუ თინათინი ნიშნავს მანათობელ სხივს ეს კი ჩემი ლეკვია მოლი.
    - თიკო რა ჭკვიანი გოგო ხარ, ამდენი რამე საიდან იცი?
    - დედამ მასწავლა.
    - და დედა სადაა, ქუჩაში ამდენხანს მარტო რო ხარ არ შეეშინდება?
    - არა, იცი ახლა ის მხედავს და არ შეეშინდება, სულ მიყურებს მარტო არასდროს ვარ, დედა სულ ჩემს გვერდითაა, რომ ვერ ხედავ იმას არ ნიშნავს რომ ვერ მხედავს ის მაღლაა ცაში ღმერთთან და სულ გვადევნებს თვალყურს მე, მამიკოს, ჩემს ძმას და მოლისაც.
   - პატარავ მამიკო სადაა?
   - მამა სამუშაოზეა და ეხლა მიდის სახლში ასე, რომ უნდა წავიდე ეხლა მივუსწრო რომ არ ვანერვიულო.
    - აქ რატომ იჯექი და რატომ ტიროდი?
   - იმიტომ რომ მოლის დიდი ძაღლი გამოეკიდა და შემეშინდა. - ეს მითხრა გაიქცა და გზაში ბლოკნოტი დაუვარდა.
    ვეცადე დავწეოდი მაგრწმ გაიქცა მისი ბლოკნოტი ავიღე და წავედი.
   ახლა მატარებელში ვზივარ, რომელიც სწრაფად მიქრის, ხელში თიკოს ბლოკნოტი მიჭირავს და ვფიქრობ გადავშალო თუ არა, ცოტახანში ცნობისმოუვარეობამ მძლია გადავშალე და შიგნით, თავისი საყვარელი სახელების განმარტებები ეწერა, იქით ჩნახატებიც ქონდა, ბოლოში კი ვიღაც ქალის ფოტო იდო, ალბათ დედამისი იყო.
   მალე სახლშიც მივედი და ახლა ისედაც ჩემი არეული ფიქრები, უფრო აირია, მათესთან ერთად ჩემს ფიქრებში ის პატარა გოგონაც იყო რომელიც ასეთი გასაოცარი იყო, ისეთი ჭკვიანი რომ დარწმუნებული ვარ, ბევრ ზრდასრულ ადამიანზე უფრო ჭკვიანურად იფიქრებს, ღმერთო რა საინტერესო ბავშვია.
  
 

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now