20.

75 10 2
                                    

   გათენდა, მაგრამ აზრი მთელი ღამე მაინც არ მიძინია ვერ დავიძინე ფიქრებმა გამიტაცა, ჩავიცვი და შუაღამეზე გარეთ გავედი სასეირნოდ, ქუჩაში ერთი-ორი მანქანა თუ გაივლიდა აქა-იქ, შუაგზაზე მთელს ქალაქში მარტო დავდიოდი, თან მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები დამყვებოდნენ, მხოლოდ მათ ვუზიარებდი ჩემს ფიქრებს.
    
     იცით სწორედაც ღამეა ის რაც სასწაულად მიყვარს, მხოლოდ მან იცის ადამიანის რეალური სახე, ის არის ყველას მესაიდუმლე, მხოლოდ მან იცის რა გტკივა, რა გიხარია, რა გწყინს და რა არა, ღამეს ვერაფერს გამოაპარაებ, დილას შეიძლება იცინო და არაფერი შეიმჩნიო, მაგრამ ღამე იტირო, მას არ უყვარს სიყალბე მოსწონს მხოლოდ რეალობა და ხედავს კიდეც მას, სწორედ ღამეა ყველას მკურნალი.

   აჰამ სწორედაც მარტო დავბოდიალობდი ქუჩაში, ცოტახანში წვიმაც დაიწყო რამაც უფრო გამახარა, წარმოიდგინეღ რა სასიამოვნოა ღამე შუაგულ ქალაქში მარტო სიარული და თნ წვიმა, ამ დროს კი შენს სამყაროში გადაფრენა, იქ მოგზაურობა და შენი პერსონაჟებისთვის იმ ამბების მოყოლა რაც დაგიგროვდა ამ ხნის მანძილზე.
  
   მარტოობა ჩემი სტიქიაა, ამის გამო კი ხშირად საყვედურიც მიმიღია, ნინასაც დაუსვამს ბევრჯერ კითხვა, რა მოგწონს როცა მარტო ხარ, ამაში ხომ კარგი არაფერია, ის არ არის უკეთესი როცა გვერძე ვინმე გყავს და მას შეგიძლია მოუყვე ყველაფერიო.  არა მე ასე, სულაც არ ვფიქრობ, ჩემი აზრით ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოს და სხვას არავის, რადგან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანს შორისაც კი ნელ-ნელა ქრება ის გრძნობა რასაც სიყვარული და ნდობა ქვია, შეიძება ნებისმიერ წამს თუნდაც დაუფიქრებლად სხვა ადამიამთან თქვას ის რაც შენ მას გაანდე, ანდაც უბრალოდ ისე მიეჩვიო მას რომ გეგონოს მასაც ისე უყვარხარ როგორც შენ გიყვარს და ეს უბრალოდ შენი წარმოსახვა აღმოჩნდეს, მე არ მჯერა ხალხის და არ ვენდობი მათ, არ ვიცი ასე რატომ ვფიქრობ ალბათ მეშინკა გული არ მატკინონ მომავალში ისე რომ არასდროს დამავიწყდეს, ამიტომაცაა ხანდახან მათესთან ჩემი ურთიერთობაც სისულელე რომ მგონია, ჩემი თავი ამის გამო ხანდახან ისეთივე იდიოტი და გულუბრყვილო მგონია როგორიც ადამიანთა უმრავლესობაა, მგონია მათესთვის მე უბრალო გატაცება ვარ და სანამ გულს თვითონ მატკენს ეს მე გავაკეთო და ავუხსნა რომ ჩვენი ერთად ყოფნა არა გამოვა, მაგრამ რაღაც მაკავებს არ ვიცი რა რაღაც უცნაურობა....

   სახლში დავბრუნდი, გამოვიცვალე და ახლა წიგნს ვწერ, 1 საათში მათესთან წავალ სამსახურში მივაკითხავ და მერე ალბათ გაბისეირნებთ სადმე.
 
    ჩვიცვი ძაან უბრალოდ თმები მაღლა ავიკარი და სახანძროსკენ გავემართე.
      მივედი და მათე უკვე გარეთ იდგა, თბილად შემხვდა მერე კი წავედით, მანქანაში ცოტა გავერთეთ მუსიკებით, მერე მანქანაში ბუფეტად გადავაქციეთ, კუჭები რომ ამოვივსეთ, ჩვენს ადგილას წავედით.
  
   ტბასთან ვზივართ, მათე ისევ ჩვენს წიგნზე ლაპარაკობს, მაგრამ თემას ცვლის და ოცნებებზე გადააქვს საუბარი ამ დროს კი თვალები უბრწყინავს, გეგონება მასზე ბედნიერი დედამიწაზე არავინაა, ყველა სიტუაციას აღწერს, რა როგორ მოხდება, მერე კი ჩემთან გადმოდის იგივე კითხვით მე რას ვაპირებ მომავალში, მეც ვუყვები და რომ ვასრულებ ორივეს მიზნებს ერთმანეთში ურევს და გადმოდის ჩემთან პირობით, რომ ამ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ.

     დიდხანს ვიყავით ერთად, გვიანობამდე შინ არ დავბრუნებულვარ, რომ მოვედი მივიღე შხაპი გამოვიცვალე და წიგნის წერა განვაგრძე, ვფიქრობ ბოლოში რაღაც კაი გამოვა.

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now