გათენდა, ერთი სული მაქვს როდის მოვა მათე და წამიუყვანს იმ დაპირებულ ადგილას, ამიტომ ჩემდა უნებურად დღეს ადრე გამეღვიძა, ტელეფონი შევამოწმე, მერე შხაპი მივიღე და ჩავიცვი.
დაბლა რომ ჩავედი ჩემები საუზმობდნენ, ცოტა მეც მივირთვი, მერე კი ავიღე ჩანთა და გარეთ გავედი.
ადგილზე მივედით, მუზეუმი იყო აქა იქ მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი, ჩვენც დავყევით და მათი თვალიერება დავიწყეთ, ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია მონეს "წყლის ლოლების" ასლმა, ის პირველად მქონდა ნანახი რეალურად და რატომღაც საკმაოდ მიმზიდველად მეჩვენა, მნახველი მის სიღრმეში მალევე ჩაიძირებოდა, წაგიყვანდა შორს ფიქრებში, ამ ბაღის სილამაზე საკმაოდ დაგატყვევებდა, ფერებიც საკმაოდ რბილი იყო.
მათემ შეამჩნია ჩემი დაინტერესება, ხმა უნდა ამოეღო როცა უცბად მუზეუმში შუქი ჩაქვრა და მაღლა ჭერზე მთელი გალაკტიკა გამოისახა, ადამიანს გეგონებოდა მუზეუმს ჭერი ასძვრა და უცებ რეალურად მოხვდი კოსმოსში საკმაოდ შორს წახვედი დედამიწიდან.
მათემ ამ დროს ხელი ჩამკიდა წამოწვა იქვე სკამზე და უბრალოდ ჩუმად ყოფნა და ამ სილამაზისთვის ყურება მთხოვა.
ასე შევყურებთ ორივე ამ სილამაზეს, ვიკარგებით ამ საოცრებაში და ნელ-ნელა უფროდაუფრო რელაური გვეჩვენევა ყველაფერი, კმაყოფილები ვართ ამ საოცარი წუთებით სადაც ერთმანეთი გვყავს, ყველაფერი ისეთივე საოცარია როგორც ჩვენს სამყაროში, საყვარელ წიგნებსა და ილუზიებში, ზუსტად ახლა ვხედავდით ბედნიერეაბას, ბედნირება ხომ ფერებშია, ამიტომაც აიგივებენ მას "ყველა ფერთან" , სწორედ ჩვენს თვალწინ იყო ახლა ეს, ირგვლივ მრავალი ფერი ირეოდა ერთმანეთში და ყველაფერი ცისარტყელასავით იყო.
მალე დასრულდა ეს სილამაზე და დავბრუნდით ისევ რელობაში, ცოტახანში გონზე რომ მოვედით, მათემ დაარღვია მყუდროება.
- იცი ჩემთვის ეს ადგილია ყველაზე მნიშვნელოვანი, მომწონს აქ ყოფნა და ამ ყველაფრის ყურება, რადგან დიდხნით თუ არა სულ რაღაც ნახევარი საათით მაინც გაურბიხარ რეალობას და იკარგები უკიდეგანო სივრხეში სადაც მხოლოდ ვარსკვლავები და პლანეტებია, აქ შეგიძლია შენს წარმოსახვაში ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა და არა ისე როგორც სამყაროს სურს, ასე რომ მე არ მაწვს ადგილი სადაც იმდენახბს შემიძლია ვიყო რამდენხანსაც მინდა თუმცა, მაქვს ადგილი სადაც ცოტახანს ვარ თუმცა ჩემთვის ეს საკმარისია.
მე ხმა არ გამიცია უბრალოდ შევხედე და ნაზად გავუღიმე, ამის მერე ხმა არ ამომიღია არც მე და არც მას, სახლამდე რომ მივედით, ჩავეხუტე მადლობა გადავუხადე, ერთ-ერთი დაუვიწყარი დღისთვის მასთან ერთად და ახალი მოგონებისთვის მერე კი დავამატე.
- იცი მათე ჩემი ოცნება და მიზანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა იყო და არის, თუმცა ახლა კიდევ ერთი მიზანიც მაქვს ამ ოცნების ახდენა შენთნ ერთად მინდა, მინდა ეს ყველაფერი შენთან ერთად მოხდეს და არავისთან სხვასთან.
ამის მერე მან თვისთან ახლოს მიმწია, იმდენად ახლოს რომ უკვე სუნთქვაც შეუძლებელი იყო, ჩემმა გულმა გამალებით დაიწყო ძგერა არ ყოფნიდა ადგილი, კანკალმა ამიტანა და ბედნიერი ვიყავი, თან ვხურდი რა დროსაც მათე ჩემს ტუჩებს დაეწაფა და დაამატა.
- მეც მინდა რომ ჩემი მიზნები შენთან ერთად ავასრულო და ამას დარწმუნებული ვარ მივაღწევთ, სულ მალე დავიწყებთ ოცბებების ასრულებას და ვნახავთ თვალუწვდენწლ ოკეანესაც.
ამის მერე სახლში შევედი და ლოფინზე დავეხეთქე თან ბალიში მივიკარი მკერდზე და დდებილივით ვიცინოდი, რა დროსაც ლაზარე შემოვიდა.
- ოჰოო, რა მოხდა ჩმო მზის სხივო, ძლივს დაგიჭირე სახლში თან თვალებიც ბავშვივით გიბრწყინავს, აბა მოყევი მალე ყველაფერი.
მეც ავდექი და ვუამბე გაცნობის დღიდან ამ წუთმდე, არცერთი მომენტი არ გამომიტოვებია.
- აჰა, ესეიგი ეგაა მიზეზი რატომაც შენი ძმა დავიწყებას მიეცი ხოო, კარგი დაგიმახსოვრებ და ისე გაცნიბა არ დაგავიწყდეს.
ამის მერე ჩამეხუტა და ახლა მის მკერდზე ჩმომეძინა ისე როგორც ბავშვობაში ახლაც მიმღერა ჩემი საყვარელი სიმღერა როგორც ადრე, ფიქრებში წავედი და ვიხსენებდი დღევანდელი დღის ყოველ წამს და წუთს იმ ულამაზეს ადგილს სადაც ერთმანეთში ირეოდა იისფერი, ვარდისფერი, ლურჯი და შავი ფერები აქა იქ თეთრი მანათობელი წინწკლები და მიმოფანტული პლანეტები რომელთგან ჩვენ პლანეტად მთვარე ავირჩიე რადგან ოტივე კირჩხიბები ვართ.
YOU ARE READING
რატომ მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?!
Romanceლილე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, იგი სხვა გოგოებისგან საკმაოდ განსხვავებულია, უყვარს ლიტერატურა, წიგნებიდან ციტატების ამოღება, ყვავილი სანიშნეები და ა. შ. აქვს თვისი სამყარო სადაც ადამიანს საკმაოდ რთულად უშვებს, ასევე ყოველდღიური გეგმები რომელსაც...