14.

99 11 2
                                    

      ორივე ჩვენს სტიქიებში ვიყავით,ერტანეთთან მიკრობილი რომანტიული მუსიკის ფონზე და ვცეკვავდით,მაშინ არცერთს არაფერი გვახსოვდა საერთოდ,უბრალოდ ამ მომენტით ვტკბებოდით, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო წამი, რომელსაც ნინას ვუმადლოდი, ის რომ არა ახლა უბრალოდ სახლში ვიჯდებოდი და რაც დეპრესიაში ვიქნებოდი, არადა როგორ მეზიზღებოდა ეს მომენტები,ვერასდროს გამეგო,ყველა გოგო ვინც კი შეყვარებულს შორდებოდა რატო იკლავდა თავს ნერვიულობით და ახლა მე მოვიქცეოდი ასე.

    ცოტახანში მუსიკა დასრულდა მე ლამის მათეს მხრზე ჩამომეძინა, უცებ მის სხეულს უფრო მივეკარი სახე საკმაოდ ახლოს მიმიტანა თან თვალებში მიყურებდა, მერე უცებ ნელ-ნელა უფრო მომიახლოვდა და უცებ კარი გაიღო ნინა შემორბის ყვირილით

  - მგონი საკმაოდ ცუდ დროს შემოვედი,მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის სასწრაფოდ აალაგეთ აქაურობა რაც შეგიძლიათ სწრაფად,უფროსი მოდის და თუ გამოგვიჭირა,ხვალ ცოცხალს ვეღარ მნახავთ.

     სამივემ დავიწყეთ ყველაფრის ალაგება ბოლოს მანქანის ხმაც გაისმა სამარისებრ სიჩუმეში,ნინამ კარი შიგნიდან ჩაკეტა, შუქები ჩააქრო, გასაგცევად ერთადერთი ადგილი გვაქ დარჩენილი, სახურავზე ასასვლელი კარი და რათქმაუნდა ჩაკეტილია,ნინა რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს გააღოს კარი,თუმცა შემოსასვლელი კარი იღება უფროსი შემოდის და წამი წამზე გავასწარით,შუქს ანთებდა მათემ კარი რო მოიხურა, ახლა კი სახურავზე ვართ ვიყინებით და იმის მოლოდინში ვართ როდის წავა ნინას უფროსი რო სახლში წავიდეთ.

     - ღმერთო ამაზე გიჟური დღე არასდროს გამომივლია.-ლი.

    - სამაგიეროდ გავერთეთ,სწორედ ესეთი მომენტებია ცხოვრებაში რომელიც წამიერად ბედნიერს გხდის და შენს სახეს ღიმილს ჩუქნის.-ნი.

    - ნახეთ ვარსკვლავი ჩამოვარდა, სურვილი ჩაიფიქრეთ.-ლი.

   - რა ჩაიფიქრე?-მკითხა მათემ,საკმაოდ ინტერესიანი თვალებით და ისე იღიმოდა რომ შენც სულ უმიზეზოდ გაგეღიმებოდა.

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now