24.

72 10 5
                                    

   დილას ადრე გამეღვიძა, გვერძე გავიხედე და დავინახე მძინარი მათე, ღმერთო რა საყვარელი იყო ლამის შემომეჭამა.
    ავდექი შხაპი მივიღე დღეს გარეთ ციოდა და მათეს ჰუდი ჩავიცვი, მერე საუზმე მოვამზადე და მათე გავაღვიძე.
     გარეთ ნაწვიმარია კოტეჯიდან ცოტა მოშორებით წავედით, სადაც კრიალა მინდორი იყო გადაშლილი მთელს ჰორიზონტზე.
   ნამიან ბალახში მივაბიჯებთ, ფეხები ნელ-ნელა გვისველდება, ირგვლივ ბურუსი და ნისლია, მე მათეს ხელი მიჭირავს, წინ რამოდენიმე ცხენი დარბის აქეთ-იქით ქარიშხალივით, მათი ფაფარი კი რიტმივით მიყვება მათ ჩლიქების ხმაურს, ცვრიან ბალახში მთლად დასველებულად და ფაფრიდან წყლის ნაპერწკლებს ისვრიან. სულ 4 ცხენია, ერთი თოვლივით ქათქათა, მეორე კუპრივით შავი, მესამე საკმაოდ მუქი ყავისფერი, მეოთხე კი ღია ყავისფერია.
    შავი და თეთრი ცხენი ერთმანეთთან სულ ახლოს არიან, ცალცალკე არ დარბიან, ერთმანეთთან ისე არიან როგორც ინი და იანი რატომღაც საკმაოდ მომეწონა ეს ორი განსაკუთრებულნი მომეჩვენნენ.
   მე თეთრზე შევხტი, მათე შავზრ და ორივე ერთად მივყვებოდით მათ, ჩვენ კი არა ისინი გვმართავდნენ, მიდიოდნენ იქ სადაც უნდოდათ, ჩვენ კი ასე უბრალოდ მივყვებოდით.
    რა სასიამოვნო იყო ცვრიან დღეს, ცხენზე ჯირითი თანაც კრიალ მინდორში, მათესთან ერთად ხელჩაკიდებული, მთელი სისწრაფით მიქრიან ცხენები ჩვენ კი ვალებდახუჭულნი მივყვებით.
    მალე აქვე ახლოს ჩანჩქერის ხმაც გავიგონეთ, ნელ-ნელა მისი ხმა უფრო მკაფიო ხდებოდა, ამ ყველაფერს კი ემატებოდა წვიმის ხმა, ცხენის ფლოქვების და სადღაც შორიდან აქა-იქ ხის ფოთლებში მიმალულ ჩიტების ჟღურტულს გაიგონებდით.
    მალე მაღალი კლდიდან ჩამომდინარ ჩანჩქერსაც მივუახლოვდით, მათემ გაიხადა და მაშინვე წყალში შევარდა, წვიმდა არ მინდოდა გავყინულიყავი მაგრამ ჭკუა არ დამიშლიდა გაყინულ წყალში შევცურე.
    მათეს ტუჩები სიცივისგან გალურჯებოდა, მე კი ყინვისგან ვკანკალებდი, მალე ცხენებიც შემკგვიერთდნენ და წყალში შემოცურეს.
   ცოტახანში მათე მომიახლოვდა, მისი თმიდან ჩამოსული წვეთები ზედ სახეზე მეცემოდა, მალე ყინვა სულ გადამავიწყდა როცა მისი და ჩემი ტუჩები ერთმანეთთან შეერთდა.
    ჟრუანტელმა დამიარა, ხელი ვკარი და წყალით თამაში დავუწყე, ჯერ მე შევასხი თვალებში მერე თვითონ ბოლოს კი დასაჭერად რო გამომეკიდა ამოვედი ნაპირზე და ჩავიცვი და ცხენზე შევჯექი, მათეც ამოვიდა და კოტეჯისკენ წავედით.
   სველი თმები მხრებს მისველებს, თან მცივა, ქარი უბერავს, ცხენი კი მიქრის, მათეს გასწრობანას ვეთამაშები და რათქმაუნდა ვიგებ (ან პირიქით🤣🤭🤫) ცხენიდან ვხტები და მაშინვე ცხელ შხაპში შევდივარ, გამოსვლისას ხალათიანი ბუხრის წინ ვჯდები და სანამ მათე გამკვა აბაზანიდან წიგნის წერას ვიწყებ.
   ცოტახანში გადავწყვიტე უბრალოდ გადამეკითხა თვიდან, ძლივს ავაღწიე 1 თავზე, როცა მათემ შემოაღო კარები და ლეპტოპის დახურვა მომიწია, არადა როგორ მაინტერესებს რა გამომივა.
    რამოდენიმე ხანს, უბრალოდ ვიჯექი, ხვალ კი მათეს დაბადების დღეა და ჯერ კკდევ არ მომიფიქრებია რას გავუკეთებ...
     ახლა სადღაც საღამოს 7 საათია, კოტეჯში მოვიწყინე მათეს დავავლე ხელი და მეც არ ვიცი სად მიმყავდა მარა, რესტორანში მომინდა წასვლა.
   გაკითხვა გამოკითხვით ძლივს მივაღწიეთ, ავტოსტოპით რესტორნამდე, ვჭამეთ ვიხალისეთ და იქიდან ფეხით წამოვედით.
   ცა ვარსკვლავებითაა გადაჭედილი, თან მოგვყვებიან ფეხდაფეხ ჩვენ ორს, მაღლა ვიყურები და მახსენდება ჩვენი ერთად გატარებული უოველი წამი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ქოხი, კოტეჯი.... ვტკბები ამ მოგონებებით და უბრალოდ ვერ ვიჯერებ რო ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ხდება, ვერ ვიჯერებ რომ მე გოგოს რომელიც აქამდე გეგმიდან არ უხვევდა დღეს ყველაფერს ისე აკეთებს რომ წინსაწარ საათობრივად არ აქვს დაგეგმილი, მე ლილე რომელიც სახლიდან გაპარვას ვერასდროს გაბედავდა, გამოვიპარე და ახლა ჩემი ქვეყნიდან რამხელა მანძზე ვარ დაშორებული კაცმა არ იცის, თუმცა იცი რაა ძალიან მომწონს ყოველივე ეს, მომწონს ეს ცვლილებები, რადგან მაბედნიერებს თავს თვისუფლად მაგრძნობიმებს და მაიმედებს ყოველი მათესთან გატარებული წამი მომავლით.
    კოტეჯში მივედით მათემ მალე დაიძინა მე კი უბრალოდ ისევ წიგნის წერა განვაგრძე....
  
   
   

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now