3.

329 14 5
                                    

    გზაში ვარ, ბიბლიოთეკაში მივდივარ ავტობუსის ფანჯრებზე ერთმანეთს გასწრობანას ეთმაშებიან წვიმის წვეთები, ცა მოღრუბლულია ყველაფერი ბნელმა ნისლმა დაფარა, ისედაც დაბღვერილ სამყაროს კიდევ მისცა მიზეზი ამ ყველაფერმა მოღუშულიყო, თუმცა ქუჩებში ქაოსი არ წყდება, ხალხი ფეხაკრეფით მიიჩქარის, თან ისეთი დაბნეული გამომეტყველებით ვერც კი მიხვდები გზა იციან თუ ასე უგვზოუკლოდ დაიარებიან, თუმცა ზოგჯერ არის ხოლმე გამონაკლისები როცა ვინმე მომღიმარი სახით შემოგხედავს ამ საშინელ ამინდშიც კი, აი მაგალითად იქ ვარდისფერ სახლთან გამყიდველი რომ დგას ყველას ბედნიერი სახით გაჰყურებს.
  - აუჩ- დავიყვირე უცაბედად რადგან მხარი მეტკინა.
  თან ტელეფონიც აღარ მაქვს მხოლოდ ნაოშნიკები  შემრჩა ხელში, წინ კი  ბიჭი გარბის ხელში ჩემი მობილურით, სირბილში საკმაოდ კარგი ვარ ასე, რომ დავეწიე, მალე დაღლილობა შეემჩნა და ცოტახანში ჩიხში მოექცა, გაქცევა ცადა მაგრამ ზედმეტად დონდლო იყო ჭიშკატზე გადასაძრომად, ასე რომ დავიჭირე, არც კარატეს და ძალას ვუჩივი ასე რომ მუშტიც ერთი ორჯერ ვუთავაზე და წამოვედი, მალევე მიხვდა რომ ჩემთან საქმის დაჭერა არ ღირდა და წამოსვლისას ბოდიშიც მოიხადა, ქაჯიც მიწოდა და ამის გამო ყბაც მოეღრიცა.
    ასე სასიამოვნოდ დაიწყო დღე, მერე როგორც იქნა მივაღწიე ბიბლიოთეკაში და სრული სამოთხისთვის ახლად მოწმენდილი იატაკი მაკლდა, რათქმაუნდა ავილეწე, ყველა მე მიყურებდა მაგრამ, არასდროს ვიყავი დაინტერესებული ხალხის აზრით ასე, რომ გზა განვაგრძე და ჩემი საყვარელი ადგილი დავიკავე ფანჯარასთან ახლოს იქვე კუთხეში, ახლა კი დრო იყო ჩემს სამყაროში გადავსულიყავი, ამოვიღე ჩემი ლეპტოპი და დავიწყე ჩემი წიგნის გაგრძელება, ძალიან მიყვარს დეტექტიური ან ფანტასტიკა, თუმცა ამჯერად არჩევანი სათვგადასავლოზე გავაკეთე, წოტახანში საკმაოდ ღრმად ჩამითრია, ისე რომ ვერც კი მივხვდი უკან როგორ მედგა ვიღაც.
  - აააააა - დავიყვირე ბოლო ხმაზე - იცი რო ძალიან შემაშინე და შენთვის არ უსწავლებიათ, რომ ასე მოჩვენებასავით ადამიანის უკან დგომა არ შიძლება.
  - მაპატიე თუ შეგაშინე, უბრალოდ ჩემი წიგნის დასაბრუნებლად მოვედი.
  - აჰა, ინებე, გუშინვე მინდოდა დაბრუნება, მაგრამ ვეღარ დაგეწიე.
  - არაუშვავს.
  - და რამდენიხანია, რაც აქ დგახარ ანუ ჩემს უკან რაც დგახარა ასე ჩუმად დიდიხანია?
  - დაახლოებით თხუთმეტი წუთი.
  - თხუთმეტი წუთიიიი, ამდენხანს უბრალოდ, რომ დაგეძახა მოგცემდი წიგნს სხვათაშორის.
- სხვათაშორის გეძახდი, მაგრამ შენმა მწერლულმა ნიჭმა ისე ჩაგითრია ვერ გამოგაფხიზლე, მაგრამ მინდა ავღნიშნო საკმაოდ ნიჭერი ხარ.
  - უი, მართლა, ბოდიში და კომპლიმენტისთვის მადლობა.
  - არაფერს, წიგნი თუ წაიკითხე?
  - კი და ძალიან ძლიერი და გრძნობებით სავსე წიგნი იყო, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე, იანის სიყვარული სანისადმი უსაზღვროა, ყოველი გამოძიებიდან კვალი იანამდე მიდის საინტერესო იყო რომელი იყო დამნაშავე თვად იანი, სანისადმი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა,იცი ეს პირველი რომანი იყო სადაც პერსონაჟები კითხვებზე პასუხს არ ეძებენ რადგან ისინი ამ ყველაფერს განიცდიან, გრძნობენ და ცხოვრობენ.
  - ღმერთო ჩემო, რა საინტერესოდ საუბრობ პირდაპირ დამატყვევე.
   - მადლობა. - ვთქვი მორცხვად
შენ კი საკმაოდ კარგი მსმენელი ხარ.
   - ესეიგი, ერთმანეთს კარგად შევეწყობით.
  - ალბათ, ვთქვი და ჩემი ტელეფონიც ახმაურდა - კარგი ეხლა ჩემი წასვლის დროა.
  - კარგი, მაგრამ მანამდე იქნებ შენი სახელი მითხრა.
  - ლილე.
  - მე კი მათე ვარ, იქნებ შემდეგ სადმე გვესაუბრა.
  - დიდისიამოვნებით თუ ჩემს დღის განრიგში ადგილი გამოვნახე.
  - მადლობა, თუ ჩემთვის შენს დღის გეგმაში 1 საათს გამომიყოფბ.
   ამ საუბრის შემდეგ, მასწავლებელთან ვიყავი წასასვლელი გზაში ჩემი საყვარელი წიგნიდან ფრაზებს ვიღებდი, მეტროდან რომ ამოვედი იქვე ბაღი შევამჩნიე ყვავილები, ეს კი ჩემი სტიქიაა, მომწონს როცა სანიშნედ ყვავილებს ვიყენებ, რატომღაც უფრო მსიამოვმებს ვიდრე სულელური ქაღალდის სანიშნეები, ასე უფრო ორიგინალურია.
  მასწავლებელთან 2 საათი ვიყავი, იქიდან რომ გამოვედი ბნელოდა, ყურებში გავირჭე ყურსასმენები და გზას გავუდექი, თან ფიქრებში წავედი, იმ ბიჭზე გამეფიქრა უცებ ნეტა სულ ჩემს
თვალწინ რატო დარბის სხვა საქმე არ აქვს თქო, მაგრამ მართლაც საკმაოდ კარგი მსმენელია, რაც მომწონს.
   ბნელა, ფიქრებში ვარ ჩძირული გზას მთვარის  და ლამპიონების კაშკაშა შუქი მინათებს, მანქანები ხმაურიანად და მთელი სისწრაფით დადიან, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ მართავს, აქა-იქ ნელ-ნელა გზის პირას მონაცვლე 3 ფერი მწვანე, წითელი და ყვითელი,  მათ ხმას კი სასიამოვნო მისიკის ხმა ფარავს,
თან ისევ წვიმს და წვეთები ჩემს კურტკაზე მონაცვლეობით დარბიან.
  სახლში მალევე მივედი, სამზარეულოში დედა, მამა და ჩემი ძმა იჯდნენ და ისეთი დაფეთებული სახით მიყურებდნენ ცოტა არ იყოს შემეშინდა.
   - რამე მოხდა? - ვკითხე გაკვირვებულმა. - რა სახეებით მიყურრბთ?
  - არაფერი რა უნდა მომხდარიყო, მოდი დაჯექი ვივახშმოთ.
  - ეხლავე, გამოვიცვლი და მოვალ.
ოთახში ავედი, გამოვიცვალე, მივიღე შხაპი და დაბლა ჩვედი, ვივახშმე შემდეგ კი ისევ მაღლა ავედი, ლოგინში ჩავწექი და ჩემი წიგნის წერა გავაგრძელე, რამდენჯერმე გადავიკითხე თითქოს არ მომეწონა, მაგრამ ჯერ არაფრის შეცვლა არ მინდოდა, ამიტომ უბრალოდ დავხურე ლეპტოპი და მუსიკების ფონზე დავიწყე ოთახის დალაგება, ბევრი უსარგებლო ნივთიც ვიპოვე და ძილის წინ ისევ  წიგნის წერა განვაგრძე და ეხლა ძალიან მომეწონა, თან ყდის ჩანახატიც გავაკეთე და ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი.
 
  

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now