სავჭრო ქალაქის ნავსადგომთან ერთ - ერთ ბოძზე მიბმულ ნავში, იდგა მაღალი, გამხდარი, მოსასხამსა და ჩექმებში გამოწყობილი ალფა. თავზე დიდი, წვეტიანი ქუდი ეფარა, ფეხი ნავის ერთ მხარეზე შემოედო და ბინოკლით ჰორიზონტს ათვალიერებდა.
- სერ, არის რამე ახალი?- იკითხა ძონძებში გამოწყობილმა ახალგაზრდა ბიჭმა.
- ვიტყოდი რომ კი, მაგრამ მანამდე ერთი პრობლემა გვაქვს, - იღიმის, აწ უკვე წყლით გავსებული ნავიდან ხტება და უფლებას აძლევს, ჩაიძიროს.
- სერ, ჩვენ ახლახანს ერთადერთი სამოგზაურო წყარო დავკარგეთ, - აღშფოთებული შეჰყურებს ჯონგუკი იმ ადგილს, სადაც წამის წინ ნავი ჩაიძირა და ახლა მხოლოდ ბუშტები ამოდიოდა.
- მაშ, დროა ახალი გემი ვიპოვოთ,- კვლავ ყურებამდე იღიმის და ბინოკლს ჯონგუკს აჩეჩებს.
- დიახ, სერ,- თავს ხრის ბიჭი და უკან ბრუნდება. სამწუხაროდ, მის უკან მდგარი ომეგა ხელს ჰკრავს და კაპიტნის სხეულს ახეთქებს.
- ჯერ საქმე გვაქვს, კაპიტანო ჰოსოკ, - ომეგამ თითი მკერდზე მიაბჯინა. კაპიტანმა ჯერ თითს დახედა, შემდეგ კი ომეგას. ჯონგუკს ხელიდან ბინოკლი გამოართვა, თითი მისი დახმარებით გააწევინა გვერდით. ბიჭი კი განზე გასწია. ჯონგუკი გაფართოებული თვალებით აკვირდება სიტუაციას.
- ვინ არის ეს მშვენიერი ომეგა? - თითი ტუჩთან მიაქვს. თავს ოდნავ დაბლა წევს, რა წამსაც ომეგის გაშლილი ხელი ხვდება სახეში. თავს ინსტიქტურად გვერდით აბრუნებს, ხელს ნატკენ ლოყაზე იდებს და შიგნიდან ენით აწვალებს.
- მწარე იყო,- თითით ანიშნებს ჯონგუკს, ბიჭი დაბნეული უყურებს, არ იცის, რა გააკეთოს.-სამაგიეროდ, მგონი, გაგიხსენე,- კვლავ იღიმის.
- მისტერ ჯონ, შეგიძლიათ, გამახსენოთ ერთი ასეთი ომეგა თუ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში? - ქუსლებით ჯონგუკისკენ ტრიალდება.
- არა, კაპიტანო,- თავს ხრის ბიჭი.
- გასაგებია? არ არსებობდი, ამიტომაც გაქრი ახლა აქედან,- ხელს წინ უფრიალებს, წასვლის იმიტაციას აკეთებს. ომეგა ბრაზდება, გაშლილ ხელს მეორე ლოყაზე ულაწუნებს.
YOU ARE READING
ატლანტიდა
Action"იპოვე განძი, იპოვე ატლანტიდა, მოძებნე პოსეიდონის ვაჟი და დამარხე სამუდამოდ ერთად" - 30.03.20 - 13.07.20