9.

319 69 27
                                    

გარბიან წყვდიადისკენ, იქამდე სანამ ორივეს ძალა შესწევს, განა ადვილია მათგან გაქცევა, ჰოსოკი მაინც შეძლებს, ჰოსოკი ყველაფერს შეძლებს, თეჰიონს სჯერა მისი.

სასტუმროდან გაქცევის შემდეგ, მის უკან მდებარე ტყეს აფარებენ თავს. იქამდე გარბიან სანამ ტყის შუაგულში არ შედიან. გული ორივეს ამოვარდნას აქვს, ჰოსოკი ჩერდება, ცალი ხელით მუხლს ეყრდნობა, მერე კი თეჰიონზე აქვს ჩაკიდებული.

- ცოტაც, მალე ამ ტყიდან გავაღწევთ,- ამბობს ომეგა, ხელს უშვებს და რამდენიმე ნაბიჯით წინ მიიწევს.

- შენ რა, ცხოველი გგონივარ ასე შეუჩერებლივ რომ ვირბინო?- უღრენს ომეგას, წელში სწორდება და ჰაერს კიდევ ერთხელ ისუნთქავს.

- კარგი, მაპატიე, უბრალოდ იმდენად ვარ შეშინებული...- ბურტყუნებს თავისთვის, იქვე ხეს ეყუდება და ჰოსოკს აკვირდება. - ახლა ხომ დაისვენე, წავედით,- ჰოსოკს კვლავ ხელს ჭიდებს და გარბიან. ტყე დიდია, მაგრამ არა დაუსრულებელი. შორიდან ამჩნევენ მზის სინათლეს, გასასვლელს და იქითკენ მიიწევენ, საბოლოოდ კი ოკეანის ნაპირას ჩნდებიან. გარშემო მხოლოდ კლდეებია.

- ჯანდაბა, ჰოსოკ აქედან ვერ გავაღწევთ,- ამოიტირა თეჰიონმა. ჰოსოკი აქეთ - იქით იყურება, შუა ოკეანეში, კლდის მახლობლად ამჩნევს გემის ნაწილს. ბედნიერი სახით თეჰიონს შეჰყურებს.

- არა, რამეს მოვიფიქრებ, ასე ადვილად ვერ დაგვიჭერენ. მოდი კლდეზე აძვერი,- ხელით ეჯაჯგურება და ასვლაში ეხმარება. რაც უფრო მაღლა მიიწევენ, თეჰიონის სხეული უფრო ძლიერ კანკალებს.- სიმაღლის თუ გეშინოდა, რატომ არ მითხარი?- ხელს მხრებზე ხვევს და სხეულზს იკრავს.

- არა, არ მეშინია, უბრალოდ, რა იქნება ფეხი რომ დაგვიცდეს და...

- არ მოვკვდებით, ნუ გეშინია. უბრალოდ წყალში ჩავვარდებით და მინიმუმ დავიხრჩოთ, მაქსიმუმ ზვიგენმა შეგვჭამოს,- ხარხარებს ჰოსოკი.

ატლანტიდა Where stories live. Discover now