ჰოსოკის გული რაინდულად იწყებს ძგერას, თვალი ომეგაზე უჩერდება, რომელიც შეშინებული სახით გარბის და ცდილობს ჯარისკაცებისგან თავი დააღწიოს. ნაჭამ ვაშლს ვაჭარს მკერდზე აკრავს, ისე რომ სახეში არც უყურებს. შემდეგ კი ომეგისკენ იწყებს სვლას. როდესაც ხვდება რომ ასე ვერ დაეწევა, ნაბიჯებს აჩქარებს და ამჯერად გარბის. თეჰიონი ერთი ჩიხისკენ იღებს გეზს, ჰოსოკი შენობას გარს უვლის და მეორე მხრიდან უდგება, ხელს მაისურში ძლიერად ქაჩავს, შემდეგ წელზე ხვევს, მასთან ერთად ტრიალებს და კუთხეში იმალება. შენობასა და კედელს შორის, იმდენად პატარა ადგილია, რომ ომეგა მთლიანად ჰოსოკის სხეულს ეკვრის. ღრმად სუნთქვა უჭირს, გაწელილი მაისურის გამო ლავიწები მოუჩანს. ჰოსოკს თვალი ეპარება მისკენ. დორბლების ყრას დაიწყებდა რომ არა მისი ყელსაბამი, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია.
ჯერ გარეთ იყურება, ამჩნევს ჯარისკაცები როგორ ათვალიერებენ მიდამოებს, ომეგა იშმუშნება. პატარა ადგილის გამო, შემთხვევით ჰოსოკის სასქესო ორგანოს ურტყამს მუხლს, ჰოსოკი წკმუტუნებს, მაგრამ პირზე ხელს იფარებს.
- მოგკლავ,- ჩურჩულებს მის ყურთან. ომეგას თვალები უფართოვდება, მაგრამ არაფერს ამბობს. ჰოსოკი მეორედაც იყურება გარეთ, ჯარისკაცები აღარ არიან, მაგრამ ჯერ მაინც არ გავა. ომეგას მაღლიდან დაჰყურებს, მისი გრძელი, წაბლისფერი თმები, რომელიც სახეზე აყრია, გრძელი წამწამები. ასეთი სილამაზე არსად ენახა. იმდენად კარგი სურნელი ასდის, ჰოსოკი გაბრუებული იყურება. ოდნავ იხრება მისკენ და მის სურნელს ისუნთქავს, თმას კარგი სუნი აქვს, მაგრამ თავად ომეგას ეს საერთოდ არ გააჩნია. ჰოსოკს უკვე უჰაერობა აწუხებს, ამიტომაც წვალებით გამოდის, შემდეგ კი ომეგას ეჭიდება, მასაც გარეთ ათრევს და კედელს ახეთქებს.
- ახლა მისმინე, წეღან ლამის ყველაზე დიდი ცოდვა ჩაიდინე, რამე რომ მომსვლოდა, რითი აპირებდი მეცხოვრა, ჩემ მომავალ მეუღლეს თავად დააორსულებ?- ყვირის, მაგრამ საკუთარ ნათქვამზე გულში ეცინება, ცდილობს ომეგასთან არ შეიმჩნიოს.
YOU ARE READING
ატლანტიდა
Action"იპოვე განძი, იპოვე ატლანტიდა, მოძებნე პოსეიდონის ვაჟი და დამარხე სამუდამოდ ერთად" - 30.03.20 - 13.07.20