ჰოსოკი მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის, სველი თმები სახეზე აქვს ჩამოშლილი, თავს აქეთ-იქით აქნევს რომ რამენაირად სახიდან წვეთები გააქროს. ხელები თეჰიონის მკერდზე აქვს დაწყობილი და ძლიერად აწვება, ხანდახან პირს აღებინებს და ჰაერს ძლიერად ბერავს. თეჰიონი კი არ იღვიძებს.
- ასე ვერ გაგიმეტებ,- ლუღლუღებს და კვლავ აგრძელებს მასაჟებს. თეჰიონი ახველებს, პირიდან წყალს ასხამს. ჰოსოკი გაკვირვებული უყურებს, არ იცის რა ქნას, რა მოიმოქმედოს, ელოდება როდის გაინძრევა ომეგა. თეჰიონი გვერდით იწევა და კიდეს ეჭიდება, თავს დაბლა აგდებს, ცდილობს ამოისუნთქოს. თმები ხელს უშლის, სისველის გამო სახეზე ეკრობა, ჰოსოკი კი მაშინ ხელს ავლებს და სახიდან აცილებს. თეჰიონი ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ზურგით ისევ საწოლზე ეცემა.
- მადლობა ღმერთს,- ლუღლუღებს და გულზე ხელს იდებს, შემდეგ კი ჰოსოკს უყურებს, რომელიც ჯერ კიდევ შეშინებულია.
- ცოცხალი ხარ,- თეჰიონს მკლავებში ხელს ავლებს და იხუტებს. ომეგა თავიდან გონს ვერ მოდის, შემდეგ კი ისიც ხვევს ხელებს.
- შენ კი გადამარჩინე,- ლუღლუღებს მის კისერში.
- აქ დაიცადე, ტანსაცმელს მოგიტან,- ჰოსოკი გონს ჯერ კიდევ ვერ მოდის, კაიუტას ტოვებს და პირდაპირ იუნგისკენ მიიწევს. ომეგა მისი დანახვისას ზემდეტს არაფერს ამბობს, ფეხზე დგება და ყველაფერს ელოდება, ლანძღვას, ჩხუბს, ყვირილს.
- შენი ტანსაცმელი მათხოვე,- მშვიდად ეუბნება იუნგის, რაზეც ომეგას თვალები შუბლზე ასდის. არადა უკვე მიზეზიც კი მოფიქრებული ჰქონდა. წამში დაფეთებული გარბის ოთახისკენ და მალევე ჰოსოკს ხელებში აჩეჩებს თავის ტანსაცმელს. კაპიტანი არაფერს ამბობს, კაიუტაში ბრუნდება. წამით შინდება, როდესაც თეჰიონს საწოლზე ვერ ამჩნევს. მის სახელს ყვირის, თეჰიონი ფანჯარას ცილდება და წინ გამოდის, ჰოსოკი ოხრავს და ტანსაცმელს იქვე აწყობს.
YOU ARE READING
ატლანტიდა
Action"იპოვე განძი, იპოვე ატლანტიდა, მოძებნე პოსეიდონის ვაჟი და დამარხე სამუდამოდ ერთად" - 30.03.20 - 13.07.20