12.

305 62 65
                                    

იყო დრო, როდესაც გრძნეული მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ომეგად იწოდებოდა. ახლოს არავის იკარებდა, გარდა მოტყუებული მსხვერპლებისა. მას შემდეგ რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი იღბლიანი ალფა, რომელმაც შეძლო და შეაყვარა თავი, ყველაფერი შეიცვალა. ომეგა დღითი-დღე სუსტდებოდა, ამას თავადაც ხვდებოდა. მისი კანი აღარ იყო იმდენად რბილი, მისი თვალები აღარ ბრწყინავდნენ, გარეთ გასვლისას ხვდებოდა რომ ალფებისგან იმდენ ყურადღებას ვერ იღებდა, რამდენსაც ადრე. საკუთარი თავი ძლიერ აღარ უყვარდა. საბოლოოდ კი გაუბედურდა, მიხვდა რომ მისი საყვარელი ალფა აკეთებდა ამ ყველაფერს. მთელ თავის ძალას ალფა წოვდა სხეულიდან, ძალის გარეშე კი ომეგა არაფერი იყო, გარდა ერთი გაუბედურებული მათხოვრისა. მას შემდეგ, ომეგამ ალფა სამუდამოდ დაწყევლა, როგორც უკვდავი ცოდვილი და გაამწესა ყველაზე უდაბურ, მიუსვლელ ადგილას- ბერმუდის სამკუთხედში.

ომეგამ კი ძალიან დაიგვიანა, მისი სხეული ჩამოჭკნა, კანი გაუხეშდა, აღარაფრად ვარგოდა, ყველამ ხელი აიღო მასზე. გადაიქცა გრძნეულად, რომელიც დღემდე მიყრუებულ ადგილას ცხოვრობს, სასყიდის გარეშე სიტყვა არ სცდება პირიდან.

- და მასთან უნდა წავიდეს?- შეშფოთებული ყვირის თეჰიონი, თითს კი ჰოსოკისკენ იშვერს ისე რომ საერთოდ ზედაც არ უყურებს.

- აბა რა გეგონა, ვინმე ბებერ მათხოვართან მიდიოდა და მაგიტომ დავიწყე ყვირილი?- თვალებს ატრიალებს იუნგი.

- ვერ არის კარგად,- ფეხებს და ხელებს იჯვარედინებს, შემდეგ კი ჰოსოკს, რომელიც მას უყურებს ზურგს აქცევს.

- ეგ ყველამ ვიცით რომ ვერ არის, თორემ ამხელა ალფა, რაღაც სულელური განძის საძებნელად არ წამოვიდოდა,- ბუზღუნებს იუნგი.

- თუ იცით რომ ვერ იპოვის ვერაფერს, მაშინ თქვენ რაღატომ აუბით მხარი? ამით იმედი მიეცით რომ ოდესმე მიაგნებს ამ განძს,- ატრიალებს თვალებს თეჰიონი.

ატლანტიდა Where stories live. Discover now