იალქნიანი გემი, ოკეანის ტალღებს უტიფრად ჭრიდა. უმისამართოდ მოსიარულე, კიდევ უფრო აბნევდა ყველა სულიერს.
- კაპიტანო, რას აპირებთ?- ეკითხება ჯონგუკი, ჰოსოკი ზის და პატარა ხანჯალს აკვირდება, რომელიც იმ ბებერმა მისცა.
- სიმართლე ვთქვა, არ ვიცი.- მხრებს იჩეჩავს ჰოსოკი.
- კაპიტანო, არც რუკა გვაქვს და არც ის ბიჭი გვყავს. რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მოვძებნოთ?
- გაჩუმდი, გინდა ყველამ გაიგოს?- ხმადაბლა ყვირის, ჯონგუკს პირზე ხელს აფარებს.
- ბოდიში, კაპიტანო,- ბურდღუნებს ბიჭი.
- ნუ დამდორბლე,- იმანჭება ჰოსოკი, ხელს ბიჭის ძონძებს აწმინდავს და კაბინიდან გადის.
- კაპიტანო, გეზი საით გვაქვს?- იკითხა ერთმა მეზღვაურმა.
- შენი საქმე აკეთე, გეზს თავად მივცემ გემს,-ზემოდან დაუღრინა, ალფამ თავი დააქნია და შეშინებული გაიქცა.
-კაპიტანო, უცნობი გემი გვიახლოვდება,- ყვირის ალფა. ჰოსოკი საჭეს ხელს უშვებს, უკან იყურება, გემი მართლაც არის.
- ეს მამაჩემის გემია,- დაეჯახა მოაჯირს სოკჯინი. - გვიპოვეს, ჰოსოკ, - გაოფლილი თითების წვალება დაიწყო.
- მოამზადეთ ზარბაზნები, იარაღები და დენთი. უნდა ჩამოვიცილოთ,- გატრიალდა. ალფებს გადახედა, რომლებიც დიდ ყუთებს დაათრევდნენ აქეთ - იქით.
- ოხ, ეს ნაძირალა,- ბურდღუნებს თავისთვის. წრეზე დადის, ხელში ხმალს ათამაშებს.
- გვიახლოვდებიან,- გაიგო მეზღვაურის ყვირილი გარედან. ბოროტულად ჩაიღიმა და კვლავ საჭეს მიუბრუნდა. გემი შეირხა.
- რა ჯანდაბას აკეთებ, ჰოსოკ?!- ამოვიდა ღრიალით ნამჯუნი.
- თუ ნდობა არ გაქვს ჩემი, მაშინ ადექი და გადახტი ამ გემიდან, მე არ გაკავებ,- შეუბღვირა კიმს. გემი გააჩერა, ახლა მხოლოდ ნელა დაცურავდენენ.
YOU ARE READING
ატლანტიდა
Action"იპოვე განძი, იპოვე ატლანტიდა, მოძებნე პოსეიდონის ვაჟი და დამარხე სამუდამოდ ერთად" - 30.03.20 - 13.07.20