ჰოსოკი ხვდება რომ ნელ - ნელა უახლოვდება მიზანს, გულში დიდი ოვაციებით ხვდება საკუთარ თავს. კიბეებზე არბის, სოკჯინს ხელს ჰკრავს და თავად იკავეს საჭესთან ადგილს.
- მტკივნეულია,- კრუსუნებს კიმი და ნატკენ მხარზე ისვამს ხელს. ჰოსოკი კი მას ყურადღებას არ აქცევს. - რას აკეთებ?
კითხულობს, როდესაც ხედავს როგორ უვლის გვერდს უზარმაზარ ყინულებს.
- ვცდილობ გემი გადავარჩინო და არ ჩავძირო, ვერ ხედავ? თუ სათვალე გჭირდება?- ატრიალებს თვალებს, შემდეგ კი მთასთან ახლოს იწყებს ცურვას, აუცილებლად დაღამებამდე უნდა მოასწროს გორაკამდე მისვლა.
- სათვალე რათ მინდა,- ბუზღუნებს ჯინი და ნამჯუნის გვერდით დგება, რომელიც მოაჯირს მიჰყრდნობია და ტანზე სქელი პლედი შემოუხვევია.
- შენი აზრით, იცის რას ვაკეთებთ?- კითხულობს ნამჯუნი, ისე რომ ჯინს არც უყურებს.
- რა თქმა უნდა,- დარწმუნებით პასუხობს ჯინი. - ჰოსოკს ვენდობი. ასე რომ პრობლემა არ გვექნება.
იღიმის ბედნიერი და თეჰიონისკენ აპარებს თვალს, რომელიც მშვიდი სახით ზის, პლედში გახვეული, გემბანზე, იუნგისთან ერთად.
- ცოტა ხნის წინ ლამის თეჰიონი მოკალი, შემდეგ კი ისე მშვიდად საუბრობდით, ყველას აინტერესებს, რა მოხდა, - სრულიად მოულოდნელად იწყებს ნამჯუნი. - რა ხდება თქვენ ორს შორის?
- არაფერი, უბრალოდ არის რაღაცები, რაც მხოლოდ ჩვენ შორის უნდა იყოს, ამიტომაც უფლება არ მაქვს გავამხილო.- ოდნავ იღიმის ჯინი, გემი ზანზარებს, ჰოსოკი კი მთელი ძალებით ცდილობს საჭის მობრუნებას.
- რა ხდება,- ყვირის ქვემოდან ჯონგუკი.
- დამეხმარეთ,- საპასუხოდ ყვირის ჰოსოკი და საჭეს ექაჩება რომ მარცხენა მხარეს გადაწიოს. ჯონგუკი, ჯინი და ნამჯუნი მასთან მირბიან, მთელი ძალით ცდილობენ რომ გემი მოაბრუნონ.
KAMU SEDANG MEMBACA
ატლანტიდა
Aksi"იპოვე განძი, იპოვე ატლანტიდა, მოძებნე პოსეიდონის ვაჟი და დამარხე სამუდამოდ ერთად" - 30.03.20 - 13.07.20