18.

269 62 53
                                    

თეჰიონი ადგილზე შრება, ნამჯუნის მარწუხებისგან თავს ითავისუფლებს. ოხრავს, მიწაზე ჯდება და მათაც ანიშნებს რომ ადგილები დაიკავონ.

- იქნებ, ცოტა მალე დავასრულოთ ეს ყველაფერი? საშიში და მისტიური ადგილია,- თვალს ავლებს გარემოს ფელიქსი. მაშინღა ფხიზლდება, როდესაც იონჯუნი მუჯლუგუნს ჰკრავს და ფელიქსი ხვდება რომ ყველას მზერა მასზეა მიმართული. უხერხულად იშმუშნება და ჩუმდება.

- პირველ რიგში,- ჩერდება თეჰიონი და ყველას თვალს ავლებს. - ბოდიშს ვიხდი რომ დღემდე ჩუმად ვიყავი და ხმას არ ვიღებდი ჩემი ვინაობის შესახებ.

ჩერდება და კიდევ ერთხელ ათვალიერებს ყველას, არცერთს არ აქვს რეაქცია.

- მოკლედ, იმის თქმა მსურს რომ ატლანტიდის უკანასკნელი მემკვიდრე და პოესიდონის მეათე ვაჟი მე ვარ. შესაბამისადაც, ვიცოდი დაახლოებით სად შეიძლება განძი ყოფილიყო და როგორ გვეპოვა ის,- აყრის სწრაფად სიტყვებს, ცოტახანში მოჭუტული თვალებით ათვალიერებს მათ, ზოგს გაოცებული სახე აქვს, ზოგს რეაქცია საერთოდ არ აქვს.

- და რისთვის გააკეთე ეს?- კითხულობს იუნგი და ჯონგუკს უფრო ეკვრის.

- წლებია ამ საიდუმლოს ვმალავ და არ შემეძლო ამის ასე გამხელა, იმედია ხვდები რასაც ვამბობ,- უხერხულ ღიმილს აყოლებს ბოლოს.

- კი, რა თქმა უნდა, ვხვდები,- უცნაურად აქნევს იუნგი თავს. თეჰიონს მზერა ჰოსოკზე გადააქვს, შემდეგ კი ნამჯუნზე.

- არ მინდა ეს რაიმე განსაკუთრებულად მიიღოთ, ისევ ისე მინდა მოიქცეთ, როგორც აქამდე იქცეოდით ხოლმე. მე უბრალოდ...- სიტყვის თქმა არ დასცალდა, რადგან ჰოსოკი ფეხზე დგება და სხვა მიმართულებით მიდის.

- მასთან მიდი,- ჩუმად ამბობს ნამჯუნი, რის გამოც გაკვირვებულ მზერას იმსახურებს ყველასგან. - რას მიყურებთ, ის უფრო იმსახურებს ამ ყველაფრის ახსნას, ვიდრე მე.

ატლანტიდა Where stories live. Discover now