4.

408 83 56
                                    

გემი თითქმის ქალაქს უახლოვდება. სოკჯინი წინა ნაწილში დგას, გემის ცხვირზე. მოაჯირს ეჭიდება და ქალაქს გაჰყურებს, ჰოსოკი კი ზემოდან აკვირდება ბიჭის ყველა მოძრაობას.

- სოკჯინ, რამე გაწუხებს?- ეკითხება ჯონგუკი, ალფა ფიქრებიდან გამოდის და ჯონს უყურებს.

- არა, არვიცი. არ ვფიქრობ რომ მისი ეს გადაწყვეტილება სწორია,- ოხრავს და კვლავ ქალაქს გაჰყურებს. - დიდი ხანი არ არის გასული, რაც პოსეიდონი გარდაიცვალა. მითუმეტეს რომ ქალაქი ჩაიძირა. ეძებს იმას, რაც ყველასთვის უბრალოდ ლეგენდაა. არამგონია რომ განძი არსებობს.

- შეიძლაბა არ არსებობს, მაგრამ რადგან კაპიტანი დარწმუნებულია ანუ რაღაც იპოვა, ან გაიგო.

- ასე ძალიან რატომ ენდობი მას?

- ის ჩემი კაპიტანია, მან მიპოვა და შემიფარა, სახლი მომცა. მე კი პატივს ვცემ და ვიცი რომ არასწორს არაფერს გააკეთებს. ასე რომ შეგიძლია ენდო კაპიტანს, ის აუცილებლად მიაგნებს ამ განძს,- იღიმის და უკვე ნაპირთან მისულნი, ცდილობს ხმელეთზე გადავიდეს იუნგისთან ერთად.

სოკჯინი ოხრავს და თავადაც ტოვებს გემს.

- დღეს აქ გავჩერდებით. ხვალ ამ დროს თუ რომელიმე არ იქნებით გემზე, მაშინ შეგიძლიათ სამუდამოდ ამოლპეთ ამ ქალაქში,- იღიმის ჰოსოკი და ქალაქში მისეირნობს.

- ჯობია საკვები ვიშოვოთ,- ამბობს იუნგი, ორივე ეთანხმება და ბაზარში მიდიან.

• • •

ჰოსოკი ერთ დიდ შენობას უახლოვდება, საიდანაც ხმაური გამოდის. კარებს გლეჯს, ყველა ჩუმდება და მას აშტერდება. ხელები წელზე აქვს დალაგებული, ფეხები ოდნავ დაშორებული და ამაყი მზერით ათვალიერებს იქ მყოფებს მანამ, სანამ სახეში რაღაც წვნიანი არ ხვდება. ხტება და ოდნავ იკუნტება.

- ნაძირალა ჰოსოკ, ჩემი ვალი გაქვს,- იყვირა კუთხიდან ერთმა ბებერმა.

ატლანტიდა Where stories live. Discover now