ერთმანეთს შეშფოთებულები შეჰყურებენ. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინათ გაგებული.
- რას ჰქვია კიდევ ერთი მემკვიდრე?- კითხულობს ნამჯუნი და ჰოსოკს ანჯღრევს.
- რა ვიცი, აბა სხვა იდეა გაქვს?- ხელებს ჰაერში აფრიალებს, ნამჯუნი კი თვალებს ატრიალებს და უკან იხევს.
- აქ არის კიდევ რაღაცები,- ბუტბუტებს თეჰიონი და ოთახს თვალიერებას იწყებს, ყველა კუნჭულს უახლოვდება. უეცრად ფეხები ებლანდება, რადგან შენთხვევით რაღაცას ედება. ჰოსოკი ყვირის, სანამ რაიმეს გაკეთებას მოასწრებდეს, თეჰიონი მანამდე ებმევა მახეში და ცოტახანში უკვე ბადეში მოქცეული ჰაერში კიდია.
- თეჰიონ,- ყვირის იუნგი და ცდილობს ჰაერში გამოკიდებულ ბადეს მისწვდეს, მაგრამ არ გამოსდის. ზედმეტად მაღალია.
- რა ჯანდაბა ხდება,- ყვირის ჰოსოკი. ოთახი მაშინვე ივსება შავებში გამოწყობილი ალფებით, ხელში ხმლებით. სახე არცერთს უჩანს. პირზე ნაჭრები აქვთ აფარებული. მეზღვაურები წრეს კრავენ, თეჰიონის გარშემო და ხმლებს იღებენ. ალფებს იუნგი შუაში ჰყავთ მოქცეული, ისევე როგორც მათ თავზე დაკიდებული თეჰიონი, რომელოც ცდილობს ჯიბიდან ხმალი ამოაძვრინოს და თოკები გადაჭრას.
- ვინ ხართ და აქ რა გინდათ,- ცრის კბილებში ნამჯუნი. ეს მიუვალი ადგილია ყველასთვის, რუკის გარეშე აქ ვერავინ გაიკვლევს გზას.
- ესეც ასე, ატლანტიდას უკანასკნელი მემკვიდრე დაჭერილია, განძი კი ჩვენია,- შემოდის ოთახში პატარა ხმლის ტრიალით ერთ - ერთი ალფა. თეჰიონი როგორც კი ამჩნევს ხვდება, ეს ის ალფაა, რომელიც წლების განმავლობაში დასდევდა მას.
- აგიწყვია ცხოვრება,- ღრინვით ამბობს იუნგი, ჯონგუკი კი უფრო ეფარება მას.
- აქ როგორ მოხვედით?- კითხულობს ფელიქსი, უცნობი ალფა ჩერდება, უკან იხედება და ხელით რაღაცას ანიშნებს. მალევე ორ ალფას ოთახში გრძნეული შემოჰყავს.
YOU ARE READING
ატლანტიდა
Action"იპოვე განძი, იპოვე ატლანტიდა, მოძებნე პოსეიდონის ვაჟი და დამარხე სამუდამოდ ერთად" - 30.03.20 - 13.07.20