11.

310 62 10
                                    

მთელი დღის განმავლობაში კაპიტანი საჭეს არ სცილდება, მეზღვაურებსაც კი არ ავალებს არაფერს. კიმებმა რამდენჯერაც სცადეს მასთან საუბრის დაწყება, ჰოსოკი კი კულტურულად აგებინებს რომ არავის აზრის გათვალისწინებას და საერთოდ, მათ მოსმენასაც კი არ აპირებს. ამიტომაც იძულებული არიან გეგმა შეიმუშავონ თუ როგორ მოიგონ ჰოსოკის გული. მიუხედავად იმისა რომ იციან ამას მხოლოდ ფულით იზამენ, ჯიბეში კაპიკი არავის უდევს. ამიტომაც უფრო გაურთულდათ საქმე. იუნგი მთელს დროს თეჰიონთან ატრებს, მისი ისტორიის მოსმენით გაოცებულია. თეჰიონი კი იმის ნახევარსაც არ ეუბნება, რაც სინამდვილეში მოხდა, უფროსწორედ იმას თუ სინამდვილეში ვინ არის და რას წარმოადგენს. მთელს დროს კაიუტაში ატარებს. იქ ჭამს, იქ სვამს და იქ სძინავს, იუნგიც მის გვერდითაა და ამის გამო ჯონგუკი სულ უკმაყოფილო სახით დადის, ჰოსოკი კი ხვდება მიზეზს და ხშირად დასცინის.

კაპიტანთან საუბრის წამოწყება მხოლოდ ჯონგუკმა შეძლო, ჰოსოკი არც კი დაფიქრებულა ისე უპასუხა მის შეკითხვას, რის გამოც დანარჩენები მთელი დღე დასდევდნენ რომ ეთქვა თუ რა მოიმოქმედა ასეთი, რომ ჰოსოკმა მას აპატია. ჯონგუკი კი საცოდავი სახით უყურებს ყველას და მხოლოდ მხრებს იჩეჩავს, რის გამოც რამდენჯერმე თავში წამორტყმასაც იმსახურებს ჯინისგან.

ჰოსოკი მუდამ ჩაფიქრებულია, ხელში ყელსაბამს ატრიალებს. ოთახში კი კარგად ინახავს ხმალს. ფიქრობს, თეჰიონი ის არის ვისაც ეძებს, მეორე მხარე კი კარნახობს რომ თეჰიონი უბრალოდ ის ომეგაა, რომელიც დღე და ღამ ქურდობაში ატარებს დროს და თავს ამით ირჩენს. ალფები კი უბრალოდ იმიტომ დასდევდნენ რომ მათ რაღაც მოპარა. თეჰიონი კი კაიუტაში ზის და ლოცულობს რომ ჰოსოკმა ვერ შეიტყოს მისი ვინაობა, ეს საქმეს უფრო გაართულებს. ვინ იცის, სიმართლის გაგების შემდეგ, რა შეიძლება მოიმოქმედოს კაპიტანმა. მიუხედავად იმისა რომ მისი დაცვის ქვეშაა ბოლომდე არ ენდობა, დაიბრუნებს მის ყელსაბამს და ისევე გაქრება მისი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა. მთავარია სწორი დრო შეარჩიოს და ყველაფერი წინასწარ კარგად დაგეგმოს.

ატლანტიდა Where stories live. Discover now