13.

300 61 70
                                    

ოთხი წყვილი გადიდებული თვალი გრძნეულს შეჰყურებს, ომეგა კი კმაყოფილი იღიმის. პირველი ჰოსოკი ფხიზლდება, ნერვიულად იცინის და თითებს ატკაცუნებს, შემდეგ კი დაბლიდან საზარელი თვალებით შეჰყურებს.

- გინდა რომ თეჰიონი, შენ დაგიტოვო?- იმდენად ცივი ხმით ამბობს რომ სამივეს ტანში აჟრიალებს. მზერა გრძნეულიდან ჰოსოკზე გადააქვთ, რომელსაც უკვე მოესწრო მუშტების შეკვრა.

- სასარგებლო ომეგაა,- ბოროტულად იღიმის და ომეგას ათვალიერებს. თეჰიონი ოშმუშნება, არ მოსწონს მისი ეს მზერა. ხვდება რომ ტყუილად არ აურჩევია მას. ამიტომაც ლოცულობს რომ ჰოსოკმა რამე მოიმოქმედოს და იქ არ დატოვოს.

- რუკა მომეცი,- ხელს იშვერს ჰოსოკი, მკვლელი მზერა ჰაერში იფანტება და თავმომწონედ იღიმის. სამივე პირს აღებს გაოგნებისგან, თეჰიონი კო ცოტაც და ალბათ ტირილს დაიწყებს.

- როგორ შეგი...- იწყებს იუნგი, კაპიტანისკენ მიიწევს, მაგრამ ჯონგუკი მაჯაში ეჭიდება და აჩერებს, თვალებით ანიშნებს რომ დამშვიდდეს და ისევ უსასრულობისკენ იყურება. თეჰიონი კი ჯერ კიდევ გაოგნებული დგას და არ სჯერა რომ ჰოსოკი ამისთვის იმეტებს.

- ანუ თანახმა ხარ,- იღიმის ომეგა, უცნაურად იგრიხება და კაპიტანს უახლოვდება. ხელს  მკერდზე უსვამს, ჰოსოკი კი ოდნავ მოჭუტული შესცქერის, მაგრამ არ აჩერებს.

- მანახე რომ რუკა თან გაქვს, შემდეგ კი ვიფიქრებ ომეგას დატოვებაზე,- ცრის კბილებში, გრძნეული სცილდება, უკმაყოფილოდ ბურდღუნებს და ოთახში იკარგება.

- რა ჯანდაბას აკეთებ, ჰოსოკ,- იუნგი თავს აღარ იკავებს და ალფას საჩვენებელ თითს მკერდზე ურტყამს რამდენჯერმე.

- მომაშორე შენი კაპასი ომეგა,- იუნგის ნათქვამს აიგნორებს და ჯონგუკს უბრუნდება. ალფაც ასრულებს ბრძანებას და იუნგის ზურგს უკან იყენებს, შემდეგ ეჩურჩულება რომ კაპიტანი ყველაფერს მოაგვარებს და იუნგიც დუმდება. თეჰიონი კი ხმას არ იღებს, ჩუმად დგას და ელოდება განაჩენს, დიდი იმედი აქვს რომ ჰოსოკი უგუნურობას არ გამოიჩენს და აქ არ დატოვებს. სხვა შემთხვევაში რინისგან თავს ვერ დააღწევს და ჰოსოკისთვის მოუწევს სიმართლოს თქმა.

ატლანტიდა Where stories live. Discover now