6.

343 72 25
                                    

ჰორიზონტს მიღმა, არსებულ საიდუმლო ადგილს ეძებდა, რომელიც ყველასთვის ყველასთვის დამალული იყო. ამჯერად კი შუა ოკეანეში გაჭედილიყო პატარა ნავთან ერთად.

- ჯანდაბა, მეზიზღებით. ვერ გიტანთ. ვერცერთს ვერ გიტანთ. ჯერ დამაცადეთ, გიპოვოთ,-იღრინება ჰოსოკი და ნიჩბებს უჯავრდება. იქვე ყრის, ერთი შემთხვევით წყალში ვარდება. ჰოსოკი კი ჭკუიდან გადადის. იგინება, ნავს ფეხს ურტყამს. ნავი ქანაობს, ჰოსოკის დაუდევრობის გამო კი ტრიალდება და ალფასაც წყალში აგდებს. ჰოსოკი კვლავ იგინება და ცდილობს ნავის გასწორებას.

მას შემდეგ, რაც პატარა ალფამ გაათავისუფლა და გემიდან გაქცევაში დაეხმარა, ცდილობს ხმელეთი იპოვოს, მაგრამ უშედეგოდ. თითქმის ორი დღეა წყალშია, საჭმლის და სასმლის გარეშე, ცოტაც და ჭკუიდან გადავა.

- ჯანდაბა, როგორი მძიმეა,- ბურდღუნებს და ამოტრიალებულ ნავზე ჯდება. თავს ხელებში რგავს და ცოტახნით ჩუმდება. მალევე ბეზრდება ასე ჯდომა და ფეხზე დგება, ცდილობს ისევ წყალში არ ჩავარდეს. ჰორიზონტს ათვალიერებს და ამჩნევს ჩრდილოეთით პატარა მთას, რომლის ქვემოთაც დასახლებაა, ყურებამდე იღიმის და ცდილობს მოტივტივე ნიჩაბს მისწვდეს, მაგრამ ფეხი უსრიალებს და კვლავ წყალში ვარდება.

- ჯერ მივაღწიო ხმელეთს, გეფიცები ნაწილ - ნაწილ დაგშლი და ისე დაგწვავ,- უღრენს ნავს, ძლიერად უსვამს ნიჩაბს. საღამოს უკვე ნაპირს უახლოვდება. უცხო ქალაქია, აქამდე არასდროს ყოფილა აქ, შემთხვევითაც არ გაუგია მის შესახებ. ქალაქის ჭრილებს შორის დაბოდიალობს და ხალხს გაკვირვებული ათვალიერებს, მშიერი ერთ დახლს უახლოდება, გამყიდველს იმდენ რამეზე ესაუბრება, ალფა ვერც ხვდება როდის პარავენ ვაშლს. ჰოსოკი ჯიბეში იდებს და იძურწება იქიდან. მაშინ, როდესაც მთვარე ზენიტს აღწევს და ცის შუაში ექცევა, ჰოსოკი უკვე დასარჩენ ადგილს ეძებს. გულში საკუთარ თავს აქებს და ადიდებს რომ ოქროს მონეტები მუდამ ჯიბით დააქვს. ერთ - ერთ შენობას უახლოვდება, რომლის წინაც ძონძებში გამოწყობილი მოხუცი ზის.

ატლანტიდა Where stories live. Discover now