თავი 1

1.6K 63 24
                                    

ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე.შესაძლოა ერთ დღეს სხვა ადამიანი იყო,მეორე დღეს კი სულ სხვა.შესაძლოა ერთ დღეს გიყვარდეს და მის გამო მთელს ცხოვრებას ინადგურებდე,მაგრამ მეორე დღეს მიხვდე რომ ამად არც ღირდა.
ღმერთს ყოველდღე მადლობას უნდა ვუხდიდეთ რომ ყოველი დილა გვითენდება.ამას იმიტომ არ უნდა ვაკეთებდეთ რომ მოვალეობა მოვიხადოთ, არამედ ეს შინაგანად უნდა გვინდოდეს.

მე ანამარია სმიტი ვარ 16 წლის.ერთი ჩვეულებრივი გოგონა,არავისგან გამორჩეული.მიყვარს ხატვა,სიმღერის მოსმენა და რაც მთავარია სიმშვიდე.ყაყანს და ღრიანცელს ვერ ვიტან.არ დავიწყებ საკუთარი თავის შექებას,რადგან ვფიქრობ რომ ეს არასწორია.გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია შინაგანად იყო ლამაზი.ყავისფერი თმა და მუქი მწვანე თვალები მაქვს.მუდამ ნატრობენ და მეუბნებიან *ნეტავ შენნაირი თვალები მქონდეს* რაც არ მსიამოვნებს.გასაგებია მოსწონთ და უნდათ,მაგრამ რაც აქვთ იმას ვერ შეცვლიან.

ალბათ ჩემს ოჯახზე დაგაინტერესებთ მცირედი ინფორმაცია.გაგეცინებათ რომ გითხრათ? არც დედა და არც მამა თვალით არ მყვანან ნანახი.ბავშვობიდან თავშესაფარში ვცხოვრობდი...როდესაც იქ ჩამაბარეს,დაახლოებით სამი წლის ვიყავი.მუდამ მოწყენილი განწყობა მქონდა,მის გამოჩენამდე.მახსოვს...ახლაც მახსოვს მისი თვალები,როდესაც შევხვდი 8 წლის ვიყავი.შემიყვარდა.დიახ არ მოგესმათ პირველად 8 წლის ასაკში შეყვარებული ვიყავი ბიჭზე.ალბათ იფიქრებთ რვა წლის ასაკში რა დროს სიყვარულზე ფიქრიაო,მაგრამ გულს ვერ უბრძანებ ვინ,სად ან როგორ შეიყვარო...

მას ჰარი ერქვა.ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა.სულ ერთად დავდიოდით,ერთად ვთამაშობდით, ერთადაც კი ვიძინებდით.მაგრამ ეს ბედნიერება სწორედ მაშინ დამთავრდა, როდესაც ვიღაც ახლაგაზრდა წყვილმა მიშვილა.არ მივყვებოდი...მისი გაშვება არ მინდოდა,მაგრამ ძალით წამიყვანეს...
მართლაც რომ ძალიან მიჭირდა,მაგრამ დრო გადიოდა და ვერც ვერაფერს ვახერხებდი.ემი და ალექსი ჩემთვის ყველზე ძვირფასი ადამიანები არიან.მათ მიშვილეს,გამზარდეს.იმის და მიუხედავად რომ ჰარის დამაშორეს მაინც ვგიჟდები მათზე.ყოველთვის ვგრძნობდი უდიდეს სითბოს და სიყვარულს მათგან, რაც ბედნიერებას მგვრიდა.გადიოდა დღეები,კვირები,თვეები.თვეებს წლებიც მისდევდა...მე კი სკოლაში დავდიოდი.უამრავ საგანს ვსწავლობდი.და შესაფერის ნიშნებსაც ვიღებდი.

კლასში ერთ-ერთი ძლიერი მოსწავლე ვიყავი და ვარ კიდეც,ნუ ყოველშემთხვევაში ამას ამბობს ჩემი დამრიგებელი კარლა.ჩემი კლასელები არაჩვეულებრივი ბავშვები არიან.ბიჭები როგორც ძმები ისე მყავს, გოგოები კი დებივით.ხშირად კამათობენ სულელობებზე.აი მაგალითად სად წავალთ ექსკურსიაზე,ან პიცას შევუკვეთავთ თუ ბურგერს.მე კი მათ საქციელებზე მეცინება და გაბუტულებს ყოველთვის ვარიგებ.ყველა გოგოსთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს.ეს გასაკვირი არც არის.ყველას ვერ ემეგობრები...

მყავდა საუკეთესო მეგობარი რომელსაც კლერი ერქვა.მართლა სიგიჟემდე მიყვარდა.სულ ჩემს გვერდით იყო...მაგრამ მან მე სხვაში გამცვალ,აღარ მემეგობრებოდა და მუდამ ცივად მექცეოდა.რათქმაუნდა მე მწყინდა...აბა როგორ წარმოგიდგენიათ როდესაც საუკეთესო მეგობარი მსგავსად იქცევა?დამეთანხმებით ძალიან გულსატკენია.მეგონა რომ სამუდამოდ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით,
მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე.ეს მოულონელობები კი დღესაც ვერ გავიაზრე კარგია თუ ცუდი.....

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now