თავი 5

561 53 24
                                    

კლასი დავტოვე თუ არა ჩვენი ოთახისკენ ავიღე გეზი.კარები შევაღე და შიგნით შევედი.
-ანამარია რატომ დაიგვიანე,ან საერთო რატომ გავარდი კლასიდან ისე რომ ნებართვა არ მთხოვე?-იკითხა და სათვალე მოიხსნა.
-უკაცრავად...შეიძლება ადგილი დავიკავო?-მოვუბოდიშე.
-კი შემოდი,მაგრამ ესეთი რამ თუ კიდევ განმეორდება კლასში არ დაგიშვებ!არა მარტო შენ გეხებას ეს!თითოეულ თქვენგანს.-ჩემს ადგილას დავჯექი და მასწავლების საუბარს დავუწყე მოსმენა....

ქიმია მალევე დასრულდა.მას ფიზიკაც და ლიტერატურაც მიყვა.ამ ბოლო დღეებში დრო ისე მალე გარბის ვერც კი ვახერხებ გააზრებას.ახლა კი მე და ქენდალი კაფეტერიისკენ მივდივართ.მიყვარს 30 წუთიანი დასვენება.ბევრს ვსაუბრობ ჩემს თანატოლებთან,ვისვენებ მასწავლებლების უაზრო კომენტარებისგან  და რაც მთავარია ფიქრის საშვალება მეძლევა.გაკვეთილების დროსაც შემიძლია ფიქრი,მაგრამ შემდეგ გაკვეთილს ვერ ვიგებ...სწორედ ამიტომ ვგიჟდები ამ დასვენებაზე.
-მთელი დღეა ჩუმად ხარ "ანნ" რა გჭირს?-და აი ისევ გამაწყვეტინეს ფიქრი.
-რავი რა უნდა ვთქვა?-ამ საუბარში შევედით სასადილოში და საკვების არჩევა დავიწყეთ.

-რატომ არ გინდა მითხრა რა ხდება შენს და ჰარის შორის?-ისევ ჰარიზე დამიწყო საუაბრი რაც უფრო და უფრო გაღიზიანებას იწვევს ჩემში.
-რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ერთი და იგივე?არაფერი არ ხდება!ყველაფერი შემთხვევით მოხდა.ამ ჭორიკანასაც მიეცა საჭორაო თემა და სურათები გადაგვიღო. ესე ძნელია ამის გაგება?უკვე დავიღალე... დღეს ცალკე შენ და ცალკე ნაილი ტვინს მიბურღავთ.-მართალია ცოტა ზედმეტი მომივიდ მაგრამ რა ვქნა?ძაან დამღალა ამ კითხვებმა.
-ხო კარგი!წამოდი ნაილთან მივიდეთ.მარტო ზის..-თვალები აატრიალა.
-კარგი..-ჩვენ ჩვენი საკვები ავიღეთ და ნაილთან მივედით.

-ოჰ სად ხართ ამდენ ხანს?ძლივს მოვითმინე რომ არ შემეჭამა.-ნაილის თეფშს დავხედე სადაც პიცის კუთხე იყო დატოვებული.მის გვერდზე დავჯექი და ჩავეხუტე.ძალიან საყვარელია ჩემი წიწიკო...
-და ამას ეძახი მოვითმინეო ბიჭო?აღარაფერი აღარ დაგრჩა გარდა პატარა სულელური ნატეხისა.-უთხრა ქენდალმა.
-არ გაბედო და ჩემს პიცის ყუას სულელური აღარ დაუძახო,თორე ხმას არ გაგცემ!-ხელები გადაიჯვარედინა და ქვედა ტუჩი გადმოაგდო.მე და ქენდალმა ერთმანეს გაკვირვებულებმა შევხედეთ,მერე კი სიცილი აგვიტყდა.ნაილიც აგვყვა და ვიცინოდით ესე სამი გადარეული.
ნაილს ჩემი კექსი ვაჭამე,თან სპეციალურად შოკოლადს ვუსვამდი სახეზე,რაზეც მეც და ქენდალიც სიცილით ვეღარ ვსუნთქავდით.ნაილი კი შოკოლადის ბაბუას გავდა...თვალი გავაპარე ჩვენს გვერდით მდგომ მაგიდასკენ.სკოლის "პოპ" ბიჭები ისხდნენ. მათ კალთებს კი სკოლის ძუკნები უმშვენებდათ.ჩემივე ფიქრებზე თავად ავატრიალე თვალები და ნაილს გავხედე, რომელიც ეშმაკურად შემომციცინებდა...

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now