თავი 8

523 51 10
                                    

გოგონა აივანზე პატარა მოწითალო ტყავის სავარძელში იჯდა და შეყურებდა ცას,მერცხლებს რომლებიც თავისუფლად დაფრინავდნენ,ერთმანეთს დასდევდნენ და ეთამაშებოდნენ.ყველაზე ლამაზი სანახავი მთვარე მაშინ არის როდესაც ჯერ კიდევ დღეა და მრგვალი,უშველებელი ბურთი ცაზე ლამაზად კიდია.
გოგონას ფიქრები მუდამ ერთი ადამიანისკენ ისწრაფოდა.გრძნობდა რომ ის ახლოს იყო,გრძნობდა რომ მას ოდესმე შეხვდებოდა.გულში იმედს იტოვებდა და სჯეროდა.დიახ სჯეროდა იმ პატრა იმედის რომ მას მომავალში აუცილებლად ნახავდა.ყოველი დღე თენდებოდა იმის იმედით რომ ბიჭი გამოჩდებოდა.მაგრამ ის მას ვერ პოულობდა.ერთადერთი რაც გოგონას შეეძლო მის მდგომარეობაში ლოდინი იყო.

მზად იყო გასულიყო უამრავი წელიწადი,ოღონდ ის ენახა,ვისი ნახვაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უნდოდა.
ანამარიას ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა.იმის და მიუხედავად რომ მან საყვარელი ადამიანი დაკარგა,გაუმართლა რადგან იგრძნო ეს ამაღელვებელი და სიტყვებით აუხსნელი გრძნობა.არ გაუმართლათ იმათ ვინც სამყარო ამ გრძნობის გარეშე დატოვეს.სიყვარული...ეს გრძნობა ენითაღუწერელია.შეიძლება უთხრა "მე შენ მიყვარხარ," მაგრამ ამ სიტყვებში არ იდოს ემოცია.თუ მას ვერ გრძნობ,თუ ეს სიტყვები გულიდან არ მოდის,ეს უბრალოდ ასოებია რომელსაც გავიძახით.რას გრძნობდა ანამარია?ეს მხოლოდ მან იცოდა.

ტკიოდა...გული საშინლად ტკიოდა.მას უყვარდა...მხოლოდ მის ჩახუტებას ნატრობდა.არავის ესაუბრებოდა ამ თემაზე,მის ტკივილზე.არავის უზიარებდა...ყველაფერს გულში იტოვებდა.მის გარდა არავინ უნდოდა.მართალია მის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი პიროვნება რომელზეც დამოკიდებულ იყო.მაგნიტივით იზიდავდა, თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.მაგრამ არცერთმა მათგანმა არ იცოდა ერთმანეთის შესახებ.არ იცოდა ანამარიამ რომ მისი ჰარი თვალწინ ედგა.არ იცოდა რომ სწორედ მისმა ჰარიმ მოპარა პირველი კოცნა.არც ჰარიმ იცოდა მისი პატარა გოგონა რომელიც ძალიან უყვარდა მის გვერდით იყო.ორივე გრძნობდა რომ მათ რაღაც აკავშირებდათ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ რომ რვა წლის უკან ერთმანეთს იცნობდნენ....

ორივე მათგანს ქონდათ სამახსოვრო სურათები რომლებსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ.სწორედ ამ სურათის გამო მოუვიდა ჰარის უთანხმოება რის შედეგადაც დაჭრეს და ძლივს გადაარჩინეს.ის იმ დროს არ ღელავდა არაფერზე,ერთადერთი რაც უნდოდა გოგონას წკრიალა ხმის გაგონება იყო.მისი და ანნას სურათი მაშინაც კი ხელში ეჭირა, როდესაც ოპერაციას უკეთებდნენ.თითქოს ამ სურათით იკლავდა მონატრებას და ივსებდა სიცარიელეს....
იმედი არასდროს უნდა დაკარგო.უნდა გჯეროდეს რომ ოდესმე გამოჩნდება ის ვინც ძალიან გჭირდება.როდესაც ეძებ სიყვარულს მას ვერ ნახავ.მაშინ გამოჩნდება როდესაც არ ელოდები.სწორედ ეს არის გასაოცარი, სწორედ ამიტომ უნდა იყო ბედნიერი, სწორედ ამ ერთი გრძნობისთვის ღირს ცხოვრება,ამ დაუნდობელ და უსამართო სამყაროში.

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now