თავი 4

594 58 22
                                    

დილით როგორც ყოველთვის დედამ გამაღვიძა.ამჯერად ადრე მოუვიდა რის გამოც ბევრი ვეწუწუნე,მაგრამ ბოლოს გავჩერდი და ათასგვარი თემების განხილვა დავიწყეთ.სკოლა ერთადერთი ადგილია სადაც მარტო არ ვგრძნობ თავს.მიყვარს იქ ყოფნა არა მარტო სწავლის გამო,არამედ ჩემი მეგობრების გამოც.მოვწესრიგდი.ამჯერად დახეული ჯინსები და ტოპი ჩავიცვი.

ყველას დავემშვიდობე და სკოლის გზას ისევ და ისევ ფეხით გავუყევი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ყველას დავემშვიდობე და სკოლის გზას ისევ და ისევ ფეხით გავუყევი.ქუჩის ბოლოში ჰარის მოვკარი თვალი,ამ ქუჩაზე ხშირად ვხედავ შესაძლოა აქ ცხოვრობს. გზა ისეთი იყო რომ მის წინ უნდა ჩამევლო.მეც წავედი აბა რა მექნა?
-ანამარია?-იკითხა თითქოს არ ელოდა ჩემს აქ ყოფნას.გავხედე და დავინახე როგორ უსირცხვილოდ დაათამაშებდა თვალებს ჩემს სხეულზე.ბოლოს კი მისი ტუჩის მარცხენა მხარე კბილებს შორის მოიქცია.
-სტაილს აქ რა გინდა?-ვიკითხე და ავათვალიერე.მასაც შავი დახეული ჯინსები და შავი უბრალო მაისური ეცვა.უნდა ვაღიარო ზედმეტად უხდება ეს სტილი.

-არაფერს! სკოლაში უნდა წავიდე,მაგრამ მანქანა გამიფუჭდა და ახლა ლუის ველოდები რომ გამომიაროს.-მითხრა თუ არა გამეცინა.
-რა გაცინებს?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ხუმრობ ხო?ჰარი სკოლაში მისასვლელად აქედან ზუსტად 4 წუთი გჭირდება.ამდენ ლოდინს რომ წახვიდე არაფერი მოგივა.-ეშმაკურად შემომხედა,ჩემთან ახლოს მოვიდა და წელზე ხელები შემომხვია.
-რაას...რას აკეთებ?-ვეცადე მისი ხელები მომეშორებინა,მაგრამ იმდენად ძლიერია ადგილიდან ვერ დავძარი.მის ხელებს დავხედე,შემდეგ კი მას ავხედე,რა დროსაც ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.მისი თვალის ფერი ზუსტად ისეთია როგორიც ჩემი,მაგრამ მისი თვალები ჩემგან განსხვავებით სიცივეს ასხივებს.უცბად მოვეგე გონს და ხელები მკერდზე დავადე და გავწიე.

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now