თავი 19

380 39 14
                                    

-ჩემო პატარა ანგელოზო,ჩემო სიხარულო რა მოხდა?რატომ ტირი.-მომესმა დედას ნაზი სითბოთი და სიყვარულით სავსე წკრიალა ხმა.მას ავხედე და თვალიდან ისევ გადმომვარდა უზარმაზარი ტკივილის ცრემლი.
-დეე გთხოვ წამიყვანე.სახლში წამიყვანე და იქ აგიხსნი.გთხოვ უბრალოდ ამ ადგილს გამარიდე.-შევევედრე და ჩავეხუტე.ის ჩემს პირდაპირ იყო ჩამუხლული.ხელები მოხვეული ქონდა და მეფერებოდა.
-კარგი საყვარელო.-მითხრა და ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა...

სახლში მისვლისთანავე დედას ყველაფერი მოვუყევი.რათქმაუნდა გაბრაზდა.ამას მის გამომეტყველებაზე ვატყობდი,მაგრამ მაინც იცავდა.მაჯერებდა იმ სისულელეში რომ ის კიდევ დაბრუნდებოდა.ბევრი ლაპარაკის შემდეგ ოთახში ავედი და შხაპის მიღება გადავწყვიტე....
ჩემი განადგურებული გულის აღდგენას მხოლოდ მისი მოსვლა შეძლებდა.მხოლოდ იმის თქმა რომ ეს ყველაფერი რომ მას არ ვუყვარვარ ტყიული იყო...როგორ შეეძლო ამის თქმა...მე ხომ მას ძალიან დიდი ხანი ვეძებდი და არასდროს შემიწყვიტავს მისი სიყვარული.ნუთუ მართლა არ ვყვარებივარ?ნუთუ იმდენად ვძულვარ რომ ამ ტკივილისთვის გამიმეტა?ამ ფიქრებში ვიყავი და თან ვტიროდი, როდესაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა.რომ დავხედე ქენდალი იყო.ახლა მე ის ყველაზე მეტად მჭირდება.
-ქეენნ ჩემთან მოდი გთხოვვ.-ამოვიტირე.
-რა ხდება?რატომ ტირი ანნა?-მკითხა ანერვიულებულმა.
-ყველაფერს აგიხსსნი ოღონდ ტელეფონით ვერა.-მივუგე ჩახლეჩილი ხმით.
-ახლავე მოვდივარ.-ყურმილი დაკიდა.დაახლოებით 10 წუთში ქენდალი აქ იყო.ჩემი ესეთი დანახვისთანავე გამოექანა და ჩამეხუტა.
-რა მოხდა ჩემო ლამაზო?რატომ ტირი?-თვალები ცრემლებით აევსო.
-იისს წავიიდა...მიმატტოვა ქენ.მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ და წავიდა და დამტოვა ესე მარტო განადგურებული.-გაოცებული მომშორდა.
-რას ამბობ ანნა ვინ წავიდა ჰარი?მან მიგატოვა?-შოკირებული მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა.
-ხოო მან მე გამომიყენა...გამომიყენა და წავიდა,მითხრა ის სიტყვები რომელბმაც გამანადგურა...-ავქვითინდი და თავი ხელებში ჩავრგე.
-არ მჯერა...როგორ შეეძლო მაგ ნაბიჭვარს ეს როგორ გაააკეთა!-ძალიან გაბრაზებული შევვარდა საპირფარეშოში.არ ვიცი რას აკეთებს,მაგრამ სავარუდოდ ტელეფონზე საუბრობს.
-რა ხდება?-ვიკითხე როდესაც გამოვიდა.
-არაფერი უბრალოდ გადავამოწმე მართლა წავიდა თუ არა.-საწოლზე წამოვწექი და მოვიკუნტე.ქენიც მომიწვა და თმაზე ფერება დამიწყო.თან მამშვიდებდა.
-ის ყოველთვის მეუბნებოდა რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა,არასდროს წავიდოდა.მე ის მართლა მთელი სულით და გულით მიყვარდა.რატომ მეუბნებოდა ამ ყველაფერს?რატომ...რატომ მატყუებდა?
როგორ შეიძლება დავივიწყო ეს ყველაფერი?როგორ შევძლებ მის დავიწყებას?მის სიყვარულით სავსე წერილებს.არ შემიძლია გადმოვცე თუ რას ვგრძნობ.მართალია მან მე გამტეხა, გამანადგურა და ჩემი სულიერი ნაწილი მთლიანად მოკლა,მაგრამ მე ის მჭირდება, მენატრება ქენ,ის არ არის ცუდი,არ არის გესმის?შეიძლება ეს გააკეთა,მაგრამ ამას ხომ თავისი მიზეზი აქვს?რატომ არ მითხრა რა ხდებოდა?რატომ წავიდა ამ ყველაფრის აუხსნელად?არ მინდა არავისთან იმის შეგრძნება რასაც მისდამი ვგრძნობდი.არ მინდა რომ მის მაგივრად სხვა მეხებოდეს, არ მინდა რომ სხვასთან ისეთი ტკბილი მოგონებები მაკავშირებდეს,როგორიც მასთან.მე მინდა რომ ის დაბრუნდეს,მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელია,რატომ გამიკეთეეე ეს ჰარი რატოომ მეე?
ის იყო პირველი ადამიანი,რომელიც მიყვარდა,რომელიც მეხებოდა,რომელიც მეფერებოდა.ის იყო პირველი ადამიანი რომელმაც გული გამიტეხა.ის იყო პირველი ადამიანი,რომლის წასვლამაც სიცოცხლის ხალისი დამაკარგვინა.
ვერასდროს გაიგებს ის ჩემს ხმას, ვერასდროს მოისმენს თუ როგორ ვტირი, ვერასდროს დაინახავს ჩემს სახეზე ღიმილს....
მე მას მივეცი იმის უფლება რომ ჩემს სამყაროში შემოსულიყო.მე მას ვენდე,მაგრამ მაინც მე ვარ მარტო.
არასდროს გისურვებ იმ გრძნობის გამოვლას რასაც მე ვგრძნობ.
ერთ დღეს მას გავახსენდები,გაახსენდება თუ როგორ მიყვარდა და დაბრუნდება, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.-საბოლოოდ გადმომვარდა ის ობლად დარჩენილი ცრემლი რომლის გადმოვარდნასაც ამ ხნის მანძილზე ვიკავებდი....

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now