თავი 2

725 56 22
                                    

შუბლზე კოცნა ვიგრძენი,რამაც სიზმრების სამყაროდან გამომაფხიზლა.თვალები ნელა გავახილე რომ დღის სინათლეს შევგუებოდი.პირველი რაც დავინახე თეთრი ჭერი იყო...
-ანამარია ჩემო ლამაზო ხომ გახსოვს დღეს სწავლა იწყება და გვიანობამდე ვეღარ დაიძინებ.-მითხრა მომღიმარმა ემიმ.იცით მას დედას ვეძახი.არ ვიცი რატომ მაგრამ მსიამოვნებს.
-ვიცი დეე და უკვე მენატრება ზაფხული...მაგრამ რას ვიზავთ.-მივუგე და ფეხზე წამოვდექი.გეზი კი სააბაზანოსკენ ავიღე,მოვწესრიგდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.გადავწყვიტე კაბა ჩამეცვა რადგან მაინც ახალი სასწავლო წელი იწყება.

გადავწყვიტე კაბა ჩამეცვა რადგან მაინც ახალი სასწავლო წელი იწყება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჩანთაში რამოდენიმე რვეული და საწერ კალამი ჩავდე.მერე კი ქვემოთ ჩავირბინე.
-დილამშვიდობის.-მივესალმე მამას და ლოყაზე პატარა კოცნა დავუტოვე.
-აბა ძვირფასო მზად ხარ ახალი სასწავლო წლისთვის?-მკითხარ რბილი ტონით და გულწრფელად გამიღიმა.
-კი მა დამერწმუნე არც წელს გაგიცრუებთ იმედებს.-გამიღიმა.
-ვიცი ჩემო გოგო ვიცი.ახლა კი მოდი ისაუზმე მერე კი წადი.-მითხრა და სურისკენ მიმითითა.
-კარგი.-ამის შემდეგ სუფრას მივუსხედით და გემრიელად დავიწყეთ საუზმობა.უნდა გითხრათ საკმაოდ ნელა ვჭამ,რის გამოც ხშირად მაგვიანდება.არც დღეს დავარღვიე ჩემი ჭამის რეჟიმი და სახლიდან გავაარდი.

კიდევ კარგი სკოლა ახლოა.ფიქრებში გავერთე და გზას გავუყევი.მზის სხივები კანზე მეცემოდა რაც სითბოს მგვრიდა.სიო კი გაშლილ თმებს მიწეწავდა....
ერთი გადასასვლელიც უნდა გამეარა რომ სკოლაში შევსულიყავი,რა დროსაც არსაიდან მანქანა გამოჩნდა.გიჟივით მოდიოდა,მე კი შეშინებული ადგილიდან ვერ ვიძროდი.თვალები დამეხუჭა...უკვე ველოდებოდი იმ მწარე ტკივილის, რომელიც მანქანისგან მოყენებული დარტმა მომგვირდა,მაგრამ ამის სანაცვლოდ ძლიერი დამუხრუჭების ხმა და დამწვარი რეზინის სუნი ვიგრძენი, რომელიც სავარაუდოდ ბორბლის გახურებას მოყვა.

-რა ჯანდაბას აკეთებ თვალბში ვერ იყურები?-გაღიზიანებული ტონით მომიგო ხუჭუჭთმიანმა ბიჭმა.
-სხვათაშორის ეს ჩემი გზაა და თუ თვალებს გაახელ მიხვდები! საერთოდ რა პრეტენზიით წარსდექი ჩემს წინაშე?-არც მე დავაკელი გამაღიზიანებელი ტონი.
-ახლა შენნაირებთან დროსი დაკრგვის სურვილი არ მაქვს,ამიტომ გზიდან გადადი და შენი გზა განაგრძე.-ვერ ვიტან როდესაც ვინმე მბრძანებლური ტონით მომმართავს, მაგრამ მასთან კამათის გაგრძელების შემთხვევაში სკოლაში დამაგვიანდება თუ უკვე არ ვაგვიანებ.
-ხო შენ რომ არ გეთქვა აქ დავრჩებოდი და შენი ყურებით დავტკბებოდი.-ირონიულად მივუგე,ეშმაკური ღიმილიც ვაჩუქე და გზას გავუყევი.

დაახლოებით 5 წუთში ჩემს კლასთან მივედი.მართალია დამაგვიანდა,მაგრამ ვეტყვი რაც მოხდა და იმედი მაქვს ამის გამო არ დამსჯიან...კარზე დავაკაკუნე და შევედი.
-უკაცრავად შეიძლება?-ვიკითხე მორიდებით.
-კი შემოდი ანამარია...-მომიგო მასწავლებელმა.
-მაპატიეთ დაგვიანებისთვის, ეს აღარ განმეორდება უბრალოდ კინაღამ მანქანა დამეჯახა და ამიტომ შევფერხდი.-ბავშვებს მოვავლე თვალით რომლებიც მიღიმოდნენ,რათქაუნდა იმ ორი გოგონას გარდა.ჩემი საუკეთესო,უკაცრავად ყოფილი საუკეთესო მეგობრის და მისი დაქალის გარდა.ნაილთან თავისუფალი ადგილი დავინახე და იქ დავჯექი.

-ახლა ხომ კარგად ხარ?-მზრუნველი ხმით მკითხა.
-დიახ...-აღარაფერი მითქვამს, მარტო ნაილს მივესალმე და გავუღიმე. დანარჩენებს მერე ვნახავ...
-ბავშვებო მინდა გითხრათ რომ წელს ლიტერატურაში რთული მასალა გვაქ, ამიტომ სამწუხაროდ დღეიდან ვიწყებთ გაკვეთილის ახსნას.ყველა აწუწუნდა, მაგრამ ჩვენ არავინ გვეკითხება...ძლივს გავიდა 40 წუთი და ზარის დამაყრუებელი ხმაც გაისმა მთელ სკოლაში.გარეთ რომ გავედით ყველას მივესალმე და გადავეხვიე.დავინახე ის ხუჭუჭა (კინაღამ რომ გამიტანა) რომელიც მე მიყურებდა,გაოცებულმა თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე.ის კი იმავე ადგილას აღარ დამხვდა...ჩავთავლე რომ მომეჩვენა,ამიტომ ჩემი გზა განვაგრძე...

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now