თავი 16

450 45 16
                                    

დილით ქენდალმა გამაღვიძა, საავადმყოფოში უნდა დავბრუნდეთო.წამოვდექი,შხაპი მივიღე, ტანსაცმელი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.
-ქენ,რას ისურვებ საუზმედ?-მთქნარებით ვკითხე მეგობარს, რომელიც სავარძელში ფეხებმოკეცილი იჯდა.
-სიმართლე რომ გითხრა არც არაფერს.-მოკლედ მიპასუხა და ისევ განაგრძო ფიქრი.
-ესე არ შეიძლება.ძალები გვჭირდება.იქნებ მითხრა რაზე ჩაფიქრებულხარ?-დაინტერესებული მივუახლოვდი მეგობარს და მის პირდაპირ,პატარა სკამზე ჩამოვჯექი.
-ლუიზე მეფიქრება.ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ როდესაც ვკამათობდით მისი ყურება თუ როგორ ბრაზდებოდა ძალიან მსიამოვნებდა.შესაძლოა უხეში იყო დამცინავი,მაგრამ მაინც შემიყვარდა.ნუთუ ეს შესაძლებელია?-ნაღვლიანმა მომიგო და თვალებში შემომხედა.მე კი გავიღიმე.
-კი ძვირფასო.ყველაფერი შესაძლებელია.სიყვარული ისეთი რამ არის რასაც ვერაფერს უბრძანებ.თითქოს ეს გრძნობა შენში ბატონდება.გულს ვერ უბრძანებ.ასე რომ ამ საკითხზე ამდენს ნუ ნერვიულობ.-მივუგე მას.
-იცი რომ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ამ ქვეყნად?-გამეცინა.
-მართლა.ისე მარტივად შეგიძლია დამამშვიდო,ვერც კი აგიღწერ.-მოვიდა და ჩამეხუტა.მეც მოვხვიე ხელები.
-დიდი მადლობა.შენც შესანიშნავი ხარ.ახლა კი ტოსტს მოვამზადებ.-თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია.ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში შევედი.გემრიელად ვისაუზმეთ.ცოტაოდენი საკვები ზეინსაც გავუმზადე.მთელი ღამე იქ იყო სავარაუდოდ მოშივდებოდა.
-მგონი ჯობია წავიდეთ ანნა.-მითხრა ქენდალმა.
-კარგი ნაილს დავურეკავ და ვეტყვი მოგვაკითხოს.-ტელეფონი ამოვიღე და მას დავურეკე.დაახლოებით 15 წუთში მოგვაკითხა....

საავადმყოფოში მისვლისთანავე რეანიმაციასთან მივედი,სადაც სკამზე მჯდომი ზეინი დავინახე.თავი ხელებში ქონდა ჩარგული.ვატყობდი რომ ზედმეტად გადაიღალა.
მასთან მივედი და ხელი მხარზე დავადე.
-ზეინ ჯობია სახლში წახვიდე და გამოიძინო.-ამომხედა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-ვერ წავალ.რამე რომ დაგჭირდეთ ან თქვენ ან მათ?-მკითხა დაბოხებული ხმით.
-ნაილი აქ არის.ძალიან გთხოვ.რამე ახალი თუ იქნება შეგატყობინებ გპირდები. ახლა კი წადი და დაისვენე.-ფეხზე წამოდგა,მეც მას მივბაძე.
-კარგი,მაგრამ რამე თუ მოხდა აუცილებლად დამირეკე და მაშინვე აქ გავჩნდები.-
-კარგი.-მკრთალად გამიღიმა. გატრიალდა უნდა წასულიყო,მაგრამ ჩემმა ხმამ შეაჩერა.
-შენთვის საუზმე მოვამზადე აი გამომართვი და წაიღე.-კონტეინერი გავუწოდე.
-არა ანნა.დედა მომიმზადებს.ეგ საკვები კი ჰარის აჭამე.-თავი დავუქნიე.ამის შემდეგ ზეინი წავიდა.ნაილი კი ქენდალს აწყნარებდა.
-მე ჰარისთან შევალ.-პასუხის გაცემა არ დავაცადე,ისე ავედი მეორე სართულზე და ჰარის პალატის კარზე ნაზად დავაკაკუნე.როდესაც მისი ხმა გავიგე რომელიც ნებას მრთავდა რომ შევსულიყავი გამაჟრიალა.სახელური ჩამოვწიე და ზღურბლს გადავცდი.
-პატარავ მომენატრე.-გამიღიმა.მასთან ახლოს მივედი და ტუჩზე წამიერი კოცნა დავუტოვე.
-მეც ძალიან მომენატრე ჰაზ.ერთი სული მაქვს გამოგწერონ.-გავუღინე და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადავუწიე.
-სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით გამომწერენ.ესეც იმ შემთხვევაში თუ ჩემზე ვინმე გულიანად იზრუნებს.-გაიღიმა.
-რათქმაუნდა რომ მე ვიზრუნებ შენზე ჰაზ. თანაც ძალიან კარგად.მთავარია აქედან გამოხვიდე,ძალიან მენატრები.-
ამ დროს პალატაში ექიმი შემოვიდა.
-აბა როგორ გრძნობს ჩვენი პაციენტი თავს?-იკითხა და ფურცლებს ჩახედა რომელიც ხელში ეჭირა.
-შესანიშნავად.-უპასუხა ჰარიმ.
-ძალიან კარგი.თავის ტკივილი ან თაბრუსხვევა ხომ არ გაწუხებთ?-
-არა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.ახლა კი უფრო კარგად,რადგან ჩემი პატარა ჩემთან მოვიდა.-მის ამ ნათქვამზე შემრცხვა და ლოყები ამიხურდა. რათქმაუნდა მესიამოვნა,მაგრამ მაინც.
-ძალიან უხდებით ერთმანეთს.-
-დიდი მადლობა.მორცხვად ვთქვი და მკრთალად გავუღიმე.
-კარგით მაშინ მარტო დაგტოვებთ.ჰარი თქვენ კი საუზმის შემდეგ წამლის დალევა არ დაგავიწყდეთ.თქვენს გვერდით კომოდზე დევს.
-უკაცრავად ექიმო იცით მაინტერესებს თუ როდის შევძლებ მის სახლში წაყვანას?-დაინტერესებულმა მივუგე.
-დღეს საღამოს შეგიძლიათ,მაგრამ უნდა შემპირდეთ რომ კარგად მოუვლით.მისი ფეხზე დგომა კი შეიძლება,მაგრამ მაინც მოერიდოს.
-კარგით მადლობა.-ამის შემდეგ ჰარი ვასაუზმე და წამლები დავალევინე.ჩაეძინა,ამიტომ პალატა დავტოვე და ქენდალის მოსანახულებლად პირველ სართულზე ჩავედი...

-ანნა ის კარგად არის.პალატაში გადაყავთ და დაახლოებით ნახევარ საათში გაიღვიძებს.გახარებულიმა ქენდალმა მაცნობა ეს ამბავი და გადამეხვია.
-ხომ გეუბნებოდი ის ძლიერი პიროვნებაა და ამ ყველფერს გადალახავდა.
-მართალი იყავი.-ლოყაზე მაკოცა.
-მე ზეინს დავურეკავ და ვაცნობებ.ისიც ნერვიულობს.-გვითხრა ნაილმა და ოდნავ მოშორებით გავიდა.
-როდესაც გაიღვიძებს რა ვქნა?შესაძლოა ვერ მოვითმინო და ყველაფერი ვუთხრა.-თქვა აღელვებულმა და თმა კოსად შეიკრა.
-არაფერი უთხრა.უბრალოდ დაელოდე თვითონ რას გეტყვის და ამის შემდეგ მიხვდები ღირს თუ არა გრძნობებში გამოტეხვა.-თავი დამიქნია.
-მართალი ხარ.-იქვე სკამზე ჩამოვჯექით და ლოდინი დავიწყეთ...

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now