ოდესმე თუ შეხვედრილხართ ,,საზღვარზე მყოფ,, ადამიანს,რათქმაუნდა აქ არ იგულისხმება ადამიანი რომელიც ორ ქვეყანას შუა დგას
აქ იგულისხმება ადამიანი რომელსაც ვერ გაუგია ვინაა
საკმარისია მისმა პიროვნებამ წარმოაჩინოს რა ბუნების ადამიანია რომ მისი მეორე მხარე საპირისპიროს დაამტკიცებსასეთი ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს, მათში ორი ერთმანეთის მოქიშპე სამყარო იბრძვის,სწორედ ასეთ ტიპს მიეკუთვნება კიმ თეჰიონი
რაში გამოიხატა ეს ვფიქრობ თავადაც მიხვდით, ერთი შეხედვით ბიჭი ცივი და უგულოა,თითქოს არ ადარდებს შავთმიანი რეიჩელის ბედი, მაგრამ ამავდროულად სადღაც გულის კუნჭულში თავს მოვალედ თვლის მასზე იზრუნოს, ვინაიდან ეს გოგო სწორედ მის ფანჯარასთან დაეცა, როგორც ბეღურა ზამთარში.
და მაშინაც როცა ბართან იდგა და ვისკის ჭიქებს ამშრალებდა, მის ერთ მხარეს სულ არ ადარდებდა იუ რაეს პირველი დღე ახალ გარემოში, მეორე მხარე კი თვალებს აცეცებდა,ეშინოდა გოგონა შარში არ გახვეულიყო
-კიდევ ერთი დამისხი....ოე თეჰიონ გესმის კიდევ ერთი დამისხი!!!
დაუყვირა უფროსმა ბიჭმა უმცროს და თითები სახის წინ გაუტკაცუნა
-რა რაგინდა?
გონს მოსულმა ქერამ ჯიმინს ყურადღება მიაქცია
-კიდევ ერთი დამისხითქო
ქერამ უფროსის ჭიქაში ყელის მწველი სითხე ჩაასხა და უფროსმაც ერთი ყლუპით სასმლისგან დაცალა ჭიქა
-არ გეყოფა?ეს უკვე მეექვსე იყო
-მე გადავწყვეტ როდის მეყოფა
ქერამ მხოლოდ თავი გააქნია და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა
-თეჰიონ კლიენტები წუწუნებენ რომ ცოცხალი მუსიკა არ არის სად დაეთრევა ის ნაბიჭვარი
გაღიზიანებით მიუახლოვდა მენეჯერი ბარს და ქერას საყვედურებით სავსე თვალებით ჭამა დაუწყო
YOU ARE READING
ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონი
Fanfictionამბავი იმაზე თუ ერთმა ,,ტრაგიკულმა,, შემთხვევამ როგორ ჩააგდო სამი ადამიანი სიძულვილისა და სიყვარულის მორევში პ.ს არავის არასდროს ენდო ფიკის ,,დედანი,, ჩემს ნამდვილ აქაუნთზეა 👉@Naomy_vu