თავი 22

160 11 4
                                    

ჯერ არ გათენებულიყო,ვგრძნობდი რომ ფანჯრებს მიღმა კვლავ სიბნელე იდგა მაგრამ რატომღაც არ მეძინებოდა,შესაძლოა ეს იმ სიცარიელის ბრალი იყო გვერდით რომ ვიგრძენი.
შემეძლო დამეფიცა რომ ორი წუთისწინ,ვიდრე ბოლომდე მოვახერხებდი მორფეის სამყაროს კლანჭებისგან თავის დაღწევას,ვგრძნობდი მკლავებს და თბილ სუნთქვას ჩემს გარშემო.
მშვიდი სუნთქვა...ჰაერი რომელიც მელამუნებოდა ახლა აღარ იგრძნობოდა

იდაყვებს დაყრდნობილი წამოვიწიე,ვეცადე სიბნელისთვის თვალი შემეჩვია,სიმართლე ითქვას ეს არც ისე კარგად გამომივიდა,სასურველი ობიექტის დანახვაში ღია ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი დამეხმარა

ქერათმიანი ბიჭი ფანჯრის რაფას ეყრდონობოდა,აჩეჩილი თმა და შესიებული ტუჩები რამდენიმე საათის წინ გადახდენილ თავგადასავალს ადასტურებდა,სხეულზე კი მხოლოდ მუქი ლურჯი ფერის ჯინსი ეცვა,ან იქნებ სიბნელის გამო ჩანდა ამ ფერი...ნუთუ არ სციოდა ღია ფანჯარაში თითქმის შიშველს მდგარს?...როგორც ჩანს არა რადგან სახეზე სრული სიმშვიდე ეწერა თვალები დაეხუჭა თავი კი ოდნავ გვერდით გადაეგდო,იდგა იდგა მშვიდად და...ეწეოდა?

მისგან ნამდვილად არ ველოდი
არა ამაში არ იყო არაფერი არასწორი უბრალოდ...თეჰიონისგან არ ველოდი

გრილ ჰაერს მშვიდად ერწყმოდა სიგარეტის მუქი კვამლი,აქამდე არ მინახავს რომ ვინმეს ასე უხდებოდეს ორგანიზმის მოწამვლა...ქერა ამას რაღაც სხვანაირად...უჩვეულოდ ლამაზად აკათებდა

ამ სანახაობაზე ის დრო გამახსენდა 13 წლის ასაკში ბექიონმა რომ პირველად სცადა ამ საქმეში ბედი...მისი აწითლებული თვალები და ხველა რომელიც კატის განწირულ ხმებს უფრო ჰგავდა არასდროს დამავიწყდება,მას შემდეგ ბექიონი სიგარეტს აღარ გაკარებია,და გინდაც გაკარებოდა,გინდაც მიჩვეოდა...ახლა მისი მოწევის მანერა ალბათ ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა ქერასთან!

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now