თავი 1

354 13 0
                                    

დღეს უჩვეულოდ მოჟამული ამინდია,არცკი გინდება ფანჯარას მიუახლოვდე,მაგრამ როცა ერთადერთი წერტილი საიდანაც შეგიძლია სამყაროს დააკვირდე შენი ფანჯარაა გინდა არგინდა იძულებულიხარ ბედს შეეგუო და შენი მდიდარი ბიძის ეზოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახედო.

გარეთ ისევ წვიმს თებერვალია და თოვლი არ გვეღირსა ამისნაცვლად ორიდღეა გადაუღებლად წვიმს,ალბათ ზეცა დამცინის.კარზე კაკუნი მესმის და იძულებული ვხდები ნაცრისფერ გარემოს თვალი მოვწყვიტო

-ქალბატონო ჯერკიდევ არ ჩაგიცვამთ?საუზმე უკვე მზადაა თქვენკი ისევ ხალათში ხართ

მოსამსახურექალი შემოვიდა ოთახში და უკვე მესამად შემახსენა მოვმზადებულიყავი უფროსწორად ჯერ მუცელი შემოვიდა შემდეგ დანარჩენი ტანი

-გავიგე ბეტი ახლავე გავემზადები

ქალმა თავი დამიქნია და კვლავ ჯერ მუცელი გავიდა ჩემი ოთახიდან შემდეგ ტანი, მე ერთხელაც გავხედე ჩვენს ეზოს და ავდექი,ცივ იატაკზე შიშველი ფეხების შეხებისას გამაჟრჟოლა და სწრაფად შევედი სააბაზანოში

თავის მოწესრიგების შემდეგ კარადა გამოვაღე უფროსწორად ოთახი რომელიც ჩემ კარადად ითვლება ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია რა ჩამეცვა რადგან მადლობაღმერთს სკოლაში ყველა ფორმას ატარებს

თმა უბრალოდ გავიშალე და ოთახიდან გამოვედი როგორცყოველთვის სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა და ამ სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ფეხსაცმლის კიბის საფეხურებთან შეხების ხმა არღვევდა სასადილო ოთახში ჩავედი სადაც ორმეტრიანი მაგიდის მხოლოდ ერთ სკამთან ელაგა სხვადასხვა საჭმლით სავსე თეფშები და უამრავი სხვადასხვა ზომა-ფორმის კოვზი-ჩანგალი რომელთა დანიშნულებაც დღემდე არმაქვს ნასწავლი

სკამზე დავჯექი და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს შევხედე რომელიც ნერვების მომშლელად წიკწიკებდა წვნიანის ჭამა დავიწყე და რამდენიმე წუთში ბეტიც შემოვიდა რძიანი ყავითა და ნამცხვრით-ესეც ჩემი დესერტი

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now