თავი 21

68 8 0
                                    

უცნაური შეგრძნებაა სიზმარში, ფრენა მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია გაიღვიძო და გაანალიზო,რომ თურმე სულაც არ ყოფილა ეს სიზმარი

თავი მოუხერხებელ სახელურზე მედო რომელზეც ვიღაცას ქურთუკი გადაეფინა კომფორტის მინიმუმი რომ მეგრძნო (რამე შეცვალა ამან? არა)

თავიდან ვერც გავიაზრე სად ვიყავი,ნუთუ ის ფაქტი რომ ახლა მიწისგან ასობით მეტრზე ვიყავი სიზმარი იყო? და ხელი რომელიც ამ ხნის მანძილზე თმის ლოკნებზე მეთამაშებოდა?დავიჯერო ქერა ბიჭიც რომელიც იმდენად იყო გატაცებული რაღაც ჟურნალის თვალიერებით რომ ჩემი გაღვიძებაც ვერ შენიშნა სიზმრის ნაწილი იყო?

არა...ნამდვილად არა

უკვე აღარც მიკვირდა,ყოველ ჯერზე როცა ვიღვიძებდი რაღაც ახალ თავგადასავალში ვყოფდი თავს.მივეჩვიე იმას რომ ბოლო ერთი წელი ყოველ დღე ვამტკიცებ რამდენად უიღბლო ვარ,იმდენად პათეტიკური,რომ საკუთარ თავზე გული მერევა

და რისი ბრალია ეს ყველაფერი?!იმის რომ გრძნობებს ავყევი,თავის დროზე არ დავუფიქრდი იმას რომ ადამიანი რომელიც ახლა გვერდით მიზის ზედმეტად ბევრ რამეს მიმალავს...მაგრამ...არც მე ვარ მის წინაშე გადაშლილი წიგნივით იქნებ სწორედ ამიტომ დავხუჭე თვალი ბევრ რამეზე? რაც არუნდა იყოს...ერთ შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ!

-გაიღვიძე? როგორ გეძინა?

იღიმის...იღიმის ისე თითქოს არაფერი უცნაური ჩვენს თავს არ ხდებოდეს...იღიმის და ჩემკენ თითქმის მთელი სხეულის კორპუსით ბრუნდება ასე დავეცით თეჰიონ? ასე?

-რატომ იყავი ჯონგუკის კომპანიაში მისული?!

აღარ ვაპირებ პირობის დაცვას! გაირკვეს რაც გასარკვევია მოხდეს რაც მოსახდენია,მე ერთ საიდუმლოს ვმალავ ის კი მთელ თავის ცხოვრებას ბურუსში ხვევს თავად კი ხელს მიწვდის თითქოს ამ ბურუსის ერთადერთი ნათელი წერტილი ის იყოს მის მკლავებში მოხვედრა კი ხსნა

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now