თავი 13

74 12 0
                                    

მცხელოდა...
ირგვლივ საშინელი სიცხე იყო,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კოცონზე მწვავდნენ

მთელი სხეული მტკიოდა,
განსაკუთრებით კი თავი,
ვგრძნობდი საკუთარ ოფლში როგორ ვიძირებოდი
რბილ საწოლზე მოკუნტულს ბრეტელებიანი მაისური მგუდავდა,ახლა თავს იმ შუა საუკუნეების ქალბატონად ვგრძონბდი კორსეტებში სული რომ ხდებოდათ

მატერია ხელში მოვიქციე და მოშორება ვცადე თუმცა რაღაცამ არ მაცადა
რაღაცამ(ვიღაცამ) ხელი შემიშალა

-მცხელა...

ბოლო ძალებით ამოვიბურტყუნე და ვეცადე ჩემი ხელისშემშლელის სახე გამერჩია

-ყინულივით ცივი ხარ

ნატიფი თითები ჩემს ხელებს მსუბუქად ატყვევებდნენ და ცდილობდნენ გაეთბოთ თუმცა დარწმუნებული ვიყავი ვულკანის პირთანაც კი მეტი სიგრილე იქნებოდა

თვალწინ ქერა თმა მზეზე ოქროსფრად ანათებდა და უკვე გარკვევით ვხედავდი ბიჭის სახეს

-თეჰიონ...

-ნუ ლაპარაკობ ექიმი მალე მოვა დაისვენე

მეორე ხელი თმასა და ლოყაზე მეფერებოდა
ცდილობდა დავემშვიდებინე მაგრამ ტკივილის თუ სხვა რამის გამო საერთოდ ვერ ვმშვიდდები

ქერათმიანი მზერას მაშორებს და თერმომეტრს აკვირდება რომელიც ვერ ვხვდები მის ხელებში როდის აღმოჩნდა

-ჯანდაბა 39 და 7

რამოხდა? მაინც როგორ ავღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში?

Flashback
-იურაე უკვე რამდენიმე საათია აქ ვზივართ მოდი უკან გავბრუნდეთ

ბარდიულთან ჩამომჯდარი წითურა ძილმორეულ თვალებს ისრესს და ცდილობს უფრო კომფორტულათ დაჯდეს

-იურაე....საერთოდ მისმენ??!!

ბიჭი მართალია,
არ ვუსმენ
ახლა საერთოდ არაფერი მესმის,საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ
ერთადერთი რაც შემიძლია საფოსტო ყუთს ამოფარებულმა თვალი ვადევნო ძველი ნაცნობის სახლთან შეჩერებულ შავ ფურგონს

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now